Anjelina's POV.
იმ დღის მერე ჰოუპი ძალიან მომეჩვია, ჩემთან ერთად იძინებს და დედას მაძახის, მისი ყოველი დაძახებული "დედა" სიხარულით მავსებს. მან გააფერადა ჩვენი ცხოვრება და ნათელი წერტილი შემოიტანა.
_ დედიკო.
_ გისმენ ჩემო ლამაზო.
_ დღეს კაბას ჩავიცვამ რა...
_ კარგი, მოდი ავარჩიოთ. აბა რომელი გინდა?
_ ერთნაირები ჩავიცვათ
_ კარგი, მაშინ ჯინსის კომბინიზონები ჩავიცვათ.
_ მოგწონს?
_ კი.დღეს ჰოუპი კომპანიაში მიმყავს, რადგან ვერავის ვუტოვებ. იმედია ჰარი ძალიან არ გაბრაზდება.
ჰოუპი მანქანაში თავის სკამზე დავსვი და საჭეს მივუჯექი. მალე კი კომპანიაში მივედით.
_ აქ მუშაობ?
_ ხომ.
_ ძალიან ლამაზია.
_ ბიჭებიც აქ არიან, წამოდი შევიდეთ.
_ ჰარიც აქ არის? _ ეს ბავშვი სულ ჰარის, რატომ გაიძახის... ჯანდაბა ანჯელინა იცი რატომაც.
_ კი აქ არის.
_ მაშინ წამო მალე შევიდეთ.სანამ ლიფტამდე მივიდოდი ყველა მეკითხებოდა "ვაიმე ეს ბავშვი შენი შვილია?", "ვაიმე რა საყვარელია". "ძალიან გგავს".
YOU ARE READING
bright spot (დასრულებულია)
Fanficრა მოხდება როცა ადამიანს შეხვდი რომელმაც შენზე იძალადა და უბრალოდ ასე მიგატოვა წვეულებაზე? რომელსაც არც კი ახსოვხარ. როცა იძულებული ხარ მასთან ერთად იმუშავო... აიტანო მისი სახე... ბრძანებები... ეს ხომ საშინელებაა...