Anjelina's POV.
მოსაწყენი დღე კომპანიაში... უამრავი საქმე, ქაღალდები, ფაილები და ხელმოწერები. კონტრაქტი რომელსაც ხელი ფლორიდაში მოვაწერეთ შედგა და საქმეც დაიწყო. ამის გამო კი სამუშაო გამიორმაგდა. გამუდმებით სტაილსის მითითებების და ბრძანებების შესრულება მიწევს, რაც აუტანელია.
საბუთებში ვიყავი ჩამძვრალი როცა ტელეფონმა დაიწყო რეკვა. უცხო ნომერია.
_ გისმენთ.
_ ანჯელინა_ გავიგე მისი ხმა.
_ რა გინდა?
_ შენთან სალაპარაკო მაქვს.
_ მე კი შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ მამა.
_ ნუ მაიძულებ, მეგანთან მივიდე სკოლაში და სკანდალი ავტეხო. არ მინდა მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდეს თანაკლასელებთან.
_ რა გინდა.
_ დღეს საღამოს თქვენთან მოვალ დავილაპარაკებთ, როგორც მამა-შვილი.
_ შენთან მამა-შვილურ საუბარს არ ვაპირებ, პურდაპირ თქვი რა გინდა. თუ ისე იმას იტყვი რომ შენთან დავვრუნდეთ ეს არ მოხდება.
_ ან შენ ან მეგანი. რომელიმე მაინც დაბრუნდებით ჩემთან, ამის პირობას გაძლევ.
_ არ მოგცემ უფლებას მეგანს ისევ გაუნადგურო ცხოვრება, ბავშვობიდან მასზე ძალადობდი, საერთოდ რა ადამიანი ხარ, როგორ ფიქრობ მას შენთან წამოსვლის უფლებას მივცემ?
_ კარგი რა, ეგ ყოველივე შენც გაქვს გამოვლილი... ალბათ უფრო კარგად უნდა მეცემეთ, ახლა ასე ვეღარ დამელაპარაკებოდი.
_ სწორედ ამიტომ არ მოგცემ უფლებას ეს ჯოჯოხეთი მეორედ გამოატარო მას, აღარ მოგცემ უფლებას მას შეეხო და ატკინო.
_ კარგი, საღამოს შევხვდებით.
_ შენ...გამითიშა. ჯანდაბა ამ კაცს მოვკლავ... პატარა რომ ვიყავი, მას არასდროს ვუყვარდი. სულ მირტყამდა და მეჩხუბებოდა. შემდეგ კი როცა მეგანი გაჩნდა, დედა მის მშობიარობას გადაყვა, ამიტომ მარტო დავრჩი ამ ურჩხულთან ჩვილ დასთან ერთად. დედის მაგივრად იმ ურჩცულის დაქირავებული ძიძები გვზრდიდნენ. მაგრამ ისინი დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ პატარა მეგს ამიტომ შეიძლება ითქვას რომ ის ჩემი გაზრდილია.
YOU ARE READING
bright spot (დასრულებულია)
Fiksi Penggemarრა მოხდება როცა ადამიანს შეხვდი რომელმაც შენზე იძალადა და უბრალოდ ასე მიგატოვა წვეულებაზე? რომელსაც არც კი ახსოვხარ. როცა იძულებული ხარ მასთან ერთად იმუშავო... აიტანო მისი სახე... ბრძანებები... ეს ხომ საშინელებაა...