Anjelina's POV.
დილით ავდექი და შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი და შემდეგ ჰოუპი მოვაწესრიგე. ქვევით ჩავედით სადაც ყველა სუფრასთან გველოდებოდა. ეს ყოველივე უკვე აუტანელი ხდება, ასე ყოველ დილით ერთი და იგივე? ღმერთო, გამძლეობა მომეცი....
_ დილამშვიდობისა.
_ დილამშვიდობისა ანჯელინა.სუფრას მივუჯექით. ჯემას ვაკვირდებოდი, რომელიც გემრიელად ჭამდა. გუშინ ეჭვები გამიჩნდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ...
მოახლემ, რომელიც მისის სტაილსმა მოიყვანა საქონლის ხორცის კერძი შემოიტანა.
_ ახლა გული ამერევა_ თქვა ჯემამ.
_ რატო, კარგად ხარ?
_ საშინელი სუნი აქვს, ყარს.
_ ჩვეულებრივი სუნი აქვს.
_ არა მე წავედი, ყარს...ჯემას მეც გავყევი. მისი ოთახის კარზე დავაკეკუნე და თანხმობის მიღების შემდეგ შევედი.
_ კარგად ხარ?
_ კი.მის გვერდით ჩამოვჯექი საწოლზე და მის მუცელს დავუწყე ყურება რომელიც ცოტა მომრგვალებულიყო.
_ რამდენი კვირის?
_ რაა?
_ რამდენი კვირის ორსული ხარ?
_ რა სისულელეა...
_ ჯემა.
_ როგორ მიხვდი...
_ მარტივი მისახვედრი იყო, ორსულობისას მეც ბევრს ვჭამდი და ზოგი საჭმლის სუნი გულს მირევდა.
_ მამამ რო გაიგოს მომკლავს...
_ მას არ ვეტყვი. ბავშვის მამამ იცის?
_ არა...
_ ჯობია მალე უთხრა.
_ ბავშვი რომ არ მიიღოს?
_ მაშინ მამობის ღირსი არ ყოფილა...
_ მას ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ჰარი... საშინლად გაბრაზდება.
_ ის უფროსი ძმაა, შენზე ყოველთვის იღელვებს.
_ მადლობა, რომ გვერდში დამიდექი.
_ ბავშვის მამას როდის ეტყვი?
_ მოდი ახლავე დავურეკავ...
_ კარგი.ჯემამ ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა, ჯერ ფიქრობდა დაერეკა თუ არა, მაგრამ ბოლოს დარეკა.
_ ჯექსონ?
_ პატარავ როგორ ხარ?
_ კარგად შენ?
_ მეც. აბა რას შვები?
_ რაღაცის სათქმელად გირეკავ...
_ გისმენ აბა...
_ იცი მე...
_ პატარავ რამე ხდება?
_ არ ვიცი ეს როგორ გითხრა_ დაიბნა ჯემა.
_ ხო იცი, რომ რაც არ უნდა იყოს შენს გვერდით ვიქნები, არასდროს მიგატოვებ ჯემა... მიყვარხარ პატარავ.
_ მეც მიყვარხარ ჯექსონ. ძალიან მიყვარხარ...
_ აბა რა მოხდა? გისმენ...
_ მე... მე ორსულად ვარ...
_ რა?_ ამის მერე ცოტახანი ორივე ჩუმად იყო, რამაც მეც და ჯემაც ცოტა შეგვაშინა
_ თუ ბავშვი...
_ ღმერთო, მამა გავხდები... რა მაგარია...
_ ჯექსონ... _ სიხარით სავსე ხმა ქონდა ჯემას.
_ პატარავ ხვალზე ჩამოვალ თქვენს მოსანახულებლად, ხვალვე.
_ მართლა? რა კარგია...
_ ნაყოფი რა ხნისაა?
_ 1 თვის...
_ კარგია. დანარჩენი 8 თვე ჩემს გვეედით იქნებით, არაფერს მოგაკლებთ.
_ მიყვარხარ ჯექსონ.
_მეც მიყვარხარ, პატარავ. ახლა კი წადი დაიძინე, ორსულობისას კარგად უნდა იძინო ხოლმე.
_ უკვე დაიწყე?
_ ხო აბა_ სიცილით უპასუხა.
_ კარგი ხო. ღამემშვიდობის.
_ ტკბილი ძილი პატარავ...ჯემამ ტელეფონი გათიშა თუ არა მთელი ძალით ჩამეხუტა.
_ მადლობა
_ მადლობას რისთვის მიხდი?
_ დამეხმარე და ძალა შემმატე იმისთვის, რომ ჯექსონისთვის მეთქვა, ხომ გაიგე როგორ გაუხარდა.
_ დარწმუნებული ვარ ჰარისაც გაუხარდება.
_ იმედია ასე იქნება...
_ თუ რამეა მე დაველაპარაკები.
_ საუკეთესო ხარ რძალო_ სიცილით მითხრა.
_ ასე აღარ დამიძახო_ მეც სიცილით ვუპასუხე_ გინდა რამე მოგიმზადო?
_ არ მინდა შეწუხდე, მოახლეს ვეტყვი და...
_ არა! მე მოგიმზადებ.
_ კარგი, მადლობა.
_ დამელოდე, მალე მოვალ.სამზარეულოში ჩავედი და ომლეტის გაკეთება დავიწყე.
_ რას აკეთებ?_ სამზარეულოში მისის სტაილსი შემოვიდა.
_ ომლეტს. რამე პრობლემაა?
_ დამხმარისთვის გეთქვა და ის მოამზადებდა.
_ ხელები მეც მაქვს ქალბატონო ენ, ჩემითაც შემიძლია კვერცხის შეწვა.
_ როგორ მელაპარაკები!_ ტონი გაამკაცრა.
_ აქ რა ხდება?
_ არაფერი ჰარი, უბრალოდ ქალბატონ ენს ის ვუთხარი, რომ ჩემითაც შემიძლია საჭმლის მომზადება.
_ ჰარი ეს გოგო მეუხეშება რასაც ვერ ავიტან.
_ დედაჩემს ბოდიში მოუხადე!
_ რა? და რისთვის მოვუხადო ბოდიში? იმისთვის რომ კვერცხის ჩემით შეწვა გადავწყვიტე?
_ ანჯელინა!!
_ რა ჰარი? უკვე გითხარი რომ შენს დაკრულზე არ ვიცეკვებ! აქ მხოლოდ ჰოუპის გამო ვარ, მაგრამ აქ ყოფნა აუტანელია. მე არ მითხოვია შენთვის ჩვენს ცხოვრებაში ასე შემოჭრილიყავი...
_ ანჯელინა ნუ მაცოფებ!
_ ჰარი, შენ მე მთელი ცხოვრება მომპარე... ჩემს ცხოვრებაში შემოიჭერი და ის 1 ღამეში გაანადგურე. ახლა აქ ვარ და არ მოქცემ უფლებას შენს ჭკუაზე მატარო!
_ რაებს ბოდიალობს ეს გოგო_ ვერაფერს მიხვდა ენი.მათთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, ომლეტი თეფშზე დავდე და ჯემას ავუტანე ოთახში.
_ უგემრიელესია_ მითხრა პირგამოტენილმა.
_ შეგერგოს.ჯემა ჭამას რომ მორჩა ჰოუპს ეთამაშებოდა, ძალიან კარგი დედა იქნება, დარწმუნებული ვარ...
ნეტა ჰარი მართლა როგორი რეაქცია ექნება? მაგრამ ის მისი უმცროსი დაა და ალბათ გვერდში დაუდგება.
YOU ARE READING
bright spot (დასრულებულია)
Fiksi Penggemarრა მოხდება როცა ადამიანს შეხვდი რომელმაც შენზე იძალადა და უბრალოდ ასე მიგატოვა წვეულებაზე? რომელსაც არც კი ახსოვხარ. როცა იძულებული ხარ მასთან ერთად იმუშავო... აიტანო მისი სახე... ბრძანებები... ეს ხომ საშინელებაა...