თავი 25

1.5K 77 19
                                    

Anjelina's POV.

3 დღის შემდეგ:

ამ სამი დღის განმავლობაში ბევრი ვიფიქრე. ბოლოს გადავწყვიტე რომ წავიდე... წასვლა მინდა, წასვლა მჭირდება. ჰოუპის მეურვეობის მოსაპოვებლად ვიბრძოლებ და ჩემს პატარასთან ერთად გერმანიაში წავალ.

_ რაზე ფიქრობ?_ მკითხა მეგანმა.
_ არა არაფერზე_ მასთან საუბარი მსურს ამ თემაზე მაგრამ ცალკე.
_ ამმ რაღაც უნდა გითხრა_ უხერხულად მოუშმუშნა.
_ რა მოხდა?
_ ამმ... მე...
_ ჩვენ ერთად ვართ_ წარმოთქვა ლუიმ და ყველამ გაშტერებულებმა მას შევხედეთ, ტყუპებს კი ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე.
_ არაფერს იტყვი?
_ ეს... კარგია, გილოცავთ.
_ მართლა? მეგონა მეტყოდი, რომ ლუი ჩემზე დიდია და მას დავშორდე.
_ უკვე 18 ის ხარ მეგან, ასევე ხომ იცი, რომ ლუის ვენდობი, გამიხარდება მის გვერდით თუ თავს ბედნიერად იგრძობ.
_ მადლობა ლინ.

ისე ხო მეგანს დაბადების დღე 1 კვირის წინ ჰქონდა. არ უნდოდა დიდი წვეულება ან რამე, უბრალოდ შევიკრიბეთ და ავღნიშნეთ. ეჰჰ, დრო რა მალე გარბის, ახლაც მახსოვს საფენებს როგორ ვუცვლიდი.

ცოტახანში მეგანი, ჯემა და მე, რომ მარტო დავრჩით დრო ვიხელთე და საუბარი დავიწყე.
_ რაღაც უნდა გითხრათ_ ორივემ გაკვირვებულებმა შემომხედეს.
_ რაღაც გადაწყვეტილება მივიღე.
_ გისმენთ.
_ აქედან წასვლა მინდა.
_ ამ ხო იცი, რომ ჰარი ამ სახლიდან არ გაგიშვებს.
_ არა. ქვეყნიდან წასვლა და ჰოუპთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყება მინდა.
_ რა?
_ რაა? ანჯელინა...
_ ვიცი რასაც იტყვი ჯემა, მაგრამ აღარ შემიძლია.
_ არა მართალი ხარ, ყველანაირად დაგეხმარები.
_ მართლა?
_ ხომ.
_ მადლობა.
_ არაფრის ძვირფასო, ბედნიერებას იმსახურებ იმის მერე რაც ჩემი ძმის გამო გადაიტანე.





2 დღის შემდეგ:

ეზოში სუფრა გავაშლევინე. ჰარი და ბიჭები არ არიან ამიტომ დრო მაქვს. მისის სტაილსს და ტყუპებს დავუძახე.

_ ეს შეკრება რას ნისნავს?_ მკითხა ქალბატონმა ენმა.
_ თქვენთვის რაღაც მაქვს სათქმელი ქალბატონო ენ.
_ ასეთი რა ხდება?_ მკითხეს ტყუპებმაც.
_ წასვლა და ჩემს შვილთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყება მინდა, საზღვარგარეთ.
_ ეს როგორ?
_ მაგრამ ჯერ ჰოუპზე მეურვეობა უნდა მოვიპოვო, რაშიც თქვენი დახმარება მჭირდება.
_ გგონია ჩემს შვილიშვილზე მეურვეობის მიღებაში დაგეხმარები იმის გამო, რომ წახვიდე? და ჰარი?
_ მას და ნებისმიერ თქვენგანს შეეძლება ბავშვი როცა მოესურვება მაშინ ნახოს. ჰარის როცა მოუნდება მაშინ შეეძლება ჩამივიდეს ჰოუპის სანახავად.
_ კარგი, რა უნდა გავაკეთოთ?_ როგორც ჩანს მისის სტაილსს აწყობს ჩემი აქედან წასვლა.
_ პირველ რიგში ჯემა, შენი დახმარება მჭირდება.
_ გისმენ...
_ როგორც ვიცი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდი.
_ კი ასეა...
_ ვინმე გამოცდილი ფსიქოლოგი მჭირდება რომელიც დაადასტურებს იმას, რომ ფსიქიკურად განმრთელი და გაწონასწორებული ვარ.
_ და ჰარი საპირისპიროს ამტკიცებს?_ თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი.

Flashback*

_ შენ რა გაგიჟდი?_ ოთახში ჰარი შემოვარდა.
_ რა ხდება?
_ როგორც გავიგე წასვლა გდომებია.
_ კი ასეა.
_ ჰოუპს ვერ წაიყვან! ამის ნებას არ მოგცემ. იცოდე თუ წასვლას არ გადაიფიქრებ, ყველაფერს გავკეთებ იმისათვის, რომ მასზე მეურვეობა არ მიიღო. სასამართლოზე მე გავიმარჯვებ და ბავშვი მე დამრჩება!
_ და ამის გაკეთებას რითი აპირებ?
_ მაგალითად ამით_ სახესთან რაღაც ფურცელი ამიფრიალა.
_ ეს რა არის?
_ თვითონ ნახე...

ეს ხომ... ეს ცნობაა რომელიც  მამაჩემმა გააკეთებინა 6 წლის წინ. ამ ცნობაში წერია რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი არ ვარ.

_ ამასაც იზამ ჰარი? ხომ იცი რომ ეს ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.
_ ვიცი. მაგრამ არ მოგცემ უფლებას შვილს დამაშორო. არ გეუბნები.იმას რომ მასზე მეურვეობა არ მიიღო უბრალოდ აქ იცხოვრე. ერთად გავზარდოთ ის.

End of  flashback:

_ და ჰარი საპირისპიროს ამტკიცებს?_ თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი.
_ არა, ის ამას არ იზამს. ჩემი შვილი ასეთი არ არის, ცილს არ დასწამებს საკუთარი შვილის დედას.
_ ეს არ არის ცილის წამება ქალბატონო ენ...
_ რას გულისხმობ?
_ ანჯელინა_ მუდარის ხმით მომმართა მეგანმა.
_ მე ჰოუპი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩავაჩინე_ ვთქვი და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
_ რა? რატომ ფსიქიატრიულში?
_ იმიტომ, რომ მაშინ კარგად არ ვიყავი... 17 წლის ორსულმა ვცადე თავის მოკვლა.
_ რ-რა? რატო? ისეთი რა მოხდა რომ სიცოცხლეც აღარ გინდოდა?
_ ამის გაგება საჭირო არ არის, ეს ნაწილი არ იქნება ნახსენები სასამართლოზე.
_ საჭიროა ანჯელინა, საჭირო. შენ თუ არა ჩვენ მოვყვებით ყველაფერს_ მითხრა ჯემამ.
_ მართალია.
_ გოგოებო, თავიდან არ დაიწყოთ. თუ მხარში დამიდგებით ეგეც საკმარისი იქნება, წარსულის გახსენება კარგს არაფერს მოიტანს.
_ კარგი. ერთი ნაცნობი მყავს, გამოცდილი ფსიქოლოგია.
_ კარგია.
_ ვფიქრობ ჰარი ვერ შეძლებს იმ ცნობის გამოყენებას.
_ იმედია ყველაფერი კარგად იქნება. სხვა ყველა სამხილი განადგურებულია, ჰარი ვერაფერს მიაკვლევდა...
_ ყველაფერზეა წამსვლელი შვილის გამო...
_ ისევე როგორც მე ქალბატონო ენ. ჰარის შვილს არ დავაშორებ, უბრალოდ ის ჩემს გვერდით იცხოვრებს.
_ კარგი...

bright spot (დასრულებულია)Where stories live. Discover now