თავი 24

1.4K 87 40
                                    

Anjelina's POV.

_ აბა გოჭო.
_ დედაა, მეგანი და ბიჭები მომენატრნენ. მამიკო მოიყვანე რა ისინი.
_ კარგი, ვეტყვი მოვიდნენ.
_ უჰუუუ.
_ კარგი ნუ ყვირი_ არ მინდა ქალბატონი ენი შეწუხდეს.
_ შენ რას შვები?_ გადავჩურჩულე ჯემას, რომელიც ჯექსონის ჩამოსვლას მოუთმენლად ელის.
_ არ ვიცი ვერ ვისვენებ, ეკლებზე ვზივარ.
_ ჰარიმ იცის ჯექსონის შესახებ?
_ არა არ მითქვამს, მაგრამ მშობლებმა იციან. დედას  მოსწონს კიდეც ჯექსონი.
_ ეგ კარგია.
_ ხომ... მაგრამ ჰარის რეაქციის მაინც მეშინია.
_ ვეცდები მას მე მივხედო.

უკვე შუადღის 3 საათია.  ჯექსონი დილის 7 საათზე გამოვიდა, წესით უკვე აქ უნდა იყოს. ალბათ მალე მოვა...

_ ჯემა, 2 წუთი გამოდი_ ვუთხარი ჯემას და სამზარეულოსკენ ვანიშნე.

ყველამ უცნაური, ინტერესით შემომხედა. ჯემა ადგა და სამზარეულოში გამომყვა.

_ ღმერთო როგორ მშია_ დაეტაკა საჭმელს.
_ კარგი, კარგი წყნარად.
_ აბა? რა ხდება?
_ ჯექსონი ხომ უკვე აქ უნდა იყოს? რამე მოხდა?
_ წეღან ველაპარაკე, მალე მოვა. გზაში მაღაზიებში გაუვლია, შოკოლადები მოაქვს_ წარბები აათამაშა 
_ ღმერთო ეს ორსულები. ისე ორსულობისას მეც სულ შოკოლადებს ვჭამდი და ძალიან, ძალიან მსუქანი ვიყავი_ სიცილით ვუთხარი.
_ ეს რას ნიშნავს?_ გაისმა ჰარის მკაცრი ხმა.
_ ჰ-ჰარი?
_ ჯემა, ამიხსნი? შენ რა...
_ ჰარი არ გაბრზდე გთხოვ...
_ გარეთ გამოდი. ახლავე!_ იმხელა იღრიალა ჯემამ ტირილი დაიწყო.
_ ჰარი რას აკეთებ? მას აშინებ...
_ შენ არ ჩაერიო ანჯელინა! არ ჩაერიო!
_ ჰარი დამშვიდდი.
_ გამოდი მეთქი.

ჰარი გამწარებული გავარდა მისაღებ ოთახში და ჯემაც ატირებული გაჰყვა უკან.

_ რა ხდება? ჯემა რა გატირებს?_ იკითხა მისტერ სტაილსმა.
_ მამა! შენი ქალიშვილი ორსულადაა.
_ რა?
_ რა? ეს როგორ...
_ დედა...
_ მამა... ჯექსონია?
_ კი.
_ ჯექსონი ვინღაა_ ვაიმე მგონი ამას ვერასდროს დავაწყნარებთ.
_ მისი შეყვარებულია. ცუდი ბიჭი არარის...
_ დედა ნუ მაჯიჟებთ! და ახლა უნდა ვიგებდე ამას?
_ ჰარი დაწყნარდი, გთხოვ.
_ ანჯელინა შემეშვი!
_ ჰარი...
_ ჯემა 19 წლის ხარ, 19-ის! ჯერ კიდევ ბავშვი ხარ...

bright spot (დასრულებულია)Where stories live. Discover now