Anjelina's POV.
_ დედიკო, ჰარი მამაჩემია?_ გავიგე ჰოუპის წვრილი ხმა...
_ ჰოუპ....
_ პატარავ მამაშენი ვარ_ დამასწრო ჰარიმ.
_ მართლა? რა კარგიაა_ ცოტა მეწყინა. როცა გაიგო, რომ დედამისი ვიყავი ცუდი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ ჰარიზე გაუხარდა.მთელი საღამო ოთახში გაურკვევლობა იყო. ჰოუპი ჰარის კალთაში იჯდა და მის თმებს ეთამაშებოდა, მალე კი ეძინა.
_ ოთახში ავიყვან_ თქვა ჰარიმ და ზევით ავიდა.
_ აბა? აგვიხსნი?
_ როგორც უკვე გაიგეთ ჰოუპი ჰარის შვილია.
_ და ეს როგორ მოხდა?_ მკითხა ნაილმა
_ როგორც ხდება ხოლმე ნაილ_ თვალები აატრიალა ზეინმა.ამასობაში ჰარიც დაბრუნდა და თავისი ადგილი დაიკავა.
_ ჰარი იქნებ შენ აგვიხსნა?
_ რა უნდა აგიხსნა ლიამ, ერთად ვიწექით ანჯელინა დაორსულდა და სულ ესაა.
_ ხო როგორ არა_ გამეცინა მის ნათქვამზე.
_ ჯანდაბა ანჯელინა ნუ მაღიზიანებ!
_ ესე იგი გაღიზიანებ არა? ჰარი ახლაც ვერ ხვდები რისი გადატანა მომიწია არა? მაგრამ როგორ მიხვდები...
_ ჩემი და 6 წელია შენს გამო იტანჯება. საშინელი დღეები გამოიარა....
_ მოიცადეთ, ჰარი რა ჩაიდინე 6 წლის წინ.
_ ნუთუ... იმ ღამეს როცა ქეროლმა გიღალატა და მთვრალი იყავი... ჰარი რა გააკეთე...
_ მაშინ თავს ვერ ვაკონტროლებდი... მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ქეროლმა მიღალატა.
_ და ვიღაცის გამო მე დამსაჯე...
_ ჰარი... ნამდვილი ნაბიჭვარი ხარ_ ფეხზე წამოხტა ლუი_ ეს როგორ შეხეძლო. ღმერთო ჯერ მხოლოდ ბავშვი იყო...
_ ......
_ ლინ, თურმე რისი გადატანა მოგიწია...
_ ეგ ყველაფერი არ არის, ჩემმა დამ თვითმკვლელობა სცადა, ამის გამო კი მამამ ფსიქიატრიულში გამოკეტა_ თქვა მეგანმა და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.
_ რა?_ ტკივილნარევი ხმით თქვა ჰარიმ. _ შენ თვითმკვლელობა სცადე?
_ ჰარი, შენ ჩემზე იძალადე, როდესაც მამაჩემმა ასეთ მდგომარეობაში მნახა მცემა, ეგონა ჩემი ნებით ვიწექი ვინმესთან. არც კი მომისმინა... საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. რაღა აზრი ჰქონდა ჩემს სიცოცხლეს? თავის მოკვლა ვცადე, მაგრამ გადავრჩი. ფსიქიატრიულში გავიგე რომ ოსრულად ვიყავი. იმ დღეს კი თითქოს მეორედ დავიბადე, ჩემი პატარასთვის გავაგრძელე ცხოვრება...ვუთხარი გამწარებულმა და ოთახში ავირბინე. კარები დავკეტე და ტირილი დავიწყე. არავინ იცის რა გადავიტნე ფსიქიატრიულში იმ 2 წლის განმავლობაში. ყოველ დღე მაიძულებდნენ რაღაც წამლები მეყლაპა, თუ არ ვემორჩილებოდი მცემდნენ... რამდენჯერმე ლამის მუცელიც მომეშალა ამის გამო, მაგრამ არ ვნებდებოდი. ჩემი პატარას გამო, მინდოდა მისთვის ის მომავალი შემექმნა რაც მე არ მქონია. მაგრამ ვერ შევძელი, ბავშვი დაბადებისთანავე წამართვეს...
როცა ექიმებმა მითხრეს რომ ბავშვი მკვდარი დაიბადა ისეც ვცადე თავის მოკვლა. არ მინდოდა ასე ცხოვრება, ტკივილსა და სიმარტოვეში.
მაშინ მეგანი ჩემთან ყოველ შაბათს დადიოდა. მაგრამ ერთხელ არ მოვიდა. 1 კვირის შემდეგ, როცა ისევ მოვიდა ჩემს სანახავად მიზეზი ვკითხე თუ რატომ არ მინახულა წინა კვირაში. დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც ვათქმევინე. თურმე მამას უცემია და არ უნდოდა მისი ჩალურჯებები მენახა... როცა მაისურის მკლავი ავაწევინე, ხელი ისევ დალურჯებული ჰქონდა... აი მაშინ გადავწყვიტე საბოლოოდ გამოვჯამრთელებულიყავი და თავი დამეღწია ფსიქიატრიულისგან. 1 წელიწადში კი იქიდან გამოვედი. მამაჩემთან მივედი და ჩემი და მისგან წამოვიყვანე.
ახლა როცა ამას ვიხსენებ თვალწინ მიდგება ყოველი ის ჯოჯოხეთად გცეული დღე. ტკივილი, რაც მათ მომაყენეს ვერავინ გააქრო. მაგრამ ახლა ჰოუპი მყავს, მიზეზი რის გამოც უნდა ვიბრძოლო. ჰარი ვერ წამართმევს მას, ამის ნებას არ მივცემ!
ამ ბოლო დროს ვამჩნევ როგორ უყურებს ხოლმე მაგანი ლუის. ტყუპებიც არაფერს იმჩნევენ, ნეტა რა ხდება? ყველაზე მეტად მე მინდა მეგანი ბედნიერი იყოს, ის ნამდვილად იმსახურება ამას.
ტანსაცმელი გამოვიცვალე და პიჟამოები ჩავიცვი. ვუყურებდი როგორ ტკბილად ეძინა ჰოუპს. როგორ გაუხადა წეღან როცა გაიგო რომ მამამისი ჰარია. დარწმუნებული ვარ ჰარი იზრუნებს მასზე და არაფერს მოაკლებს მაგრამ მეშინია.. მეშინია იმის რომ ჰოუპს ჰარისთან ყოფნა მოუნდება და არა ჩემთან. ამას ნამდვილად ვეღარ გადავიტან...
YOU ARE READING
bright spot (დასრულებულია)
Fanficრა მოხდება როცა ადამიანს შეხვდი რომელმაც შენზე იძალადა და უბრალოდ ასე მიგატოვა წვეულებაზე? რომელსაც არც კი ახსოვხარ. როცა იძულებული ხარ მასთან ერთად იმუშავო... აიტანო მისი სახე... ბრძანებები... ეს ხომ საშინელებაა...