თავი 9

1.5K 85 1
                                    

Anjelina's POV.

დილით ჩვეულებისამებრ კომპანიაში წავედი.  მეგანს გოგოებმა მოაკითხეს და სახლში წაიყვანეს. მიხარია რომ საიმედო ხელში ვტოვებ. დღეს ლუისაც დაველაპარაკები.

მოკლედ ბევრი საქმე არ მაქვს, რაც კარგია. მალე კაფეტერიაში ჩავალ ბიჭებთან ერთად. ახლა კი ამ საბუთებს მივხედავ.

_ ლინ_ ჩემთან ნაილი მოდის.
_ გისმენ ნაილ.
_ ბიჭები კაფეტერიაში ჩავიდნენ და შენც შემოგვიერთდი.
_ კარგი.

ბიჭებს მე და ნაილიც შევუერთდით. ნუ რათქმაუნდა ნაილი გემრიელად შეექცეოდა პიცას მაგრამ მე ჭამის მადა არ მქონდა, ისედაც უამრავი პრობლემა მაქვს.
_ რატომ არ ჭამ?_ მკითხა ლიამმა.
_ არ მშია ლიამ.
_ ჰმმ კარგი...
_ ანჯელინა_ დაიწყო ლუის_ გოგოებმა გუშინ ყველაფერი მომიყეს.
_ რას გულისხმობ?
_ მამაშენთან გადასვლას.
_ ლუი მისმინე...
_ შენ რა მამაშენთან გადადიხარ?_ მკაცრი ტონით მკითხა ჰარიმ.
_ ასეა...
_ რატომ გადადიხარ იმ ნაბიჭვართან?
_ მისმინეთ მინდა თუ არა ეს მე, მამაჩემთან ერთად ცხოვრება მაინც მომიწევს. ის არ დაუშვებს, რომ ჩემს გამო მისი სახელი გაფუჭდეს, ამიტომ ნებით თუ ძალიათ მაინც მომიწევს იქ გადასვლა, ცოტახნით მაინც. კარგი ისაა რომ რიჩარდი დავითანხმე, რომ მეგი აქ რჩება და მადლობა ლუის რომ ის თავისთან მიიღო.
_ სამადლობელი არაფერია, მას თვალისჩინივით გავუფრთხილდები. მაგრამ შენ?
_ პატარა აღარ ვარ, თავს მივხედავ. თან არამგონია მამაჩემს მიზეზი არ ქონდეს, მხოლოს რეპუტაციის გამო არ ხდება ეს. რაღაც მიზეზის გამო უნდა რომ მასთან ვიცხოვრო. გამიკვირდა როცა არ შემეწინააღმდეგა მეგანის დარჩენასთან დაკავშირებით.

ამ დროს ტელეფონმა დარეკა.

_ გისმენ.
_ სად ხარ_ გავიგე მამაჩემის ღრიალი.
_ კომპანიაში.
_ ხომ გითხრი რომ დილით მანქანა მოგაკითხავდა!!
_ ჯერ ერთი ნუ მიყვირი, მეორეც მეც გითხარი რომ თვითონ მოვიდოდი.
_ 15 წუთში მანქანა კომპანიის წინ იქნება.
_ კარგი.

bright spot (დასრულებულია)Where stories live. Discover now