Anjelina's POV.
მე და ჰარის სწრაფად გადავიცვით ტანსაცმელი და სავახშმოდ ჩავედით. ყველა სუფრასთან იჯდა და ჩცენ გველოდებოდა. ლუი და მეგანიც მოსულიყვნენ.
_ მეგ, როგორ მომენატრეე
_ მეც მომენატრე. რა იყო სულ რო დამივიწყე?
_ ბოდიში, ამ ბოლო დროს ვეღარ მოვიცალე და.
_ რას მოიცლიდი, წეღანაც მაიმუნობდით და...
_ გაჩუმდი ახლააა_ მხარი მივკარი.
_ მართალია, მეგონა გაწამებდა_ სიცილით მითხრა ჯემამ.
_ ოოო გეჩარდით_ თქვა ჰარიმ.
_ კარგი ხო.ბატონი სტაილსი დამშვიდებული ჩანდა და მეტიც, მთელი საღამო იღიმოდა, როგორც ჩანს ენი ელაპარაკა.
ულამაზესი საღამო იყო, აი ისეთი ფილმებში როა. ერთი დიდი, ლამაზი ოჯახის ვახშმობა, ყველანი ერთად. სიცილი, დანა-ჩანგლის ხმაური... ყველაფერი იდეალურადაა.
_ რაზე გეღიმება?
_ ამ ყოველივეზე. ეს საღამო... ვახშამი, უბრალოდ იდაელურია_ ღიმილით შევხედე ჰარის.
_ ყოველთვის მიყვარდა ოჯახური ვახშამი, მაგრამ ახლა მეტად ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გვერდით შენ ამშვენებ ამ სუფრას.
_ აუუუუუ რა საყვარლებიი ხართ_ წამოიძახა ჯემამ.
_ კი, კიი ნამდვილად. როცა გავიგე ჩემი დის ტკივილის მიზეზი ჰარი იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბედნიერების მიზეზიც ის გახდებოდა. ჰარი მადლობა რომ ჩემი დის სახეზე ღიმილი დააბრუნე.
_ მეგ არ გვინდა წარსულის გახსენება, მთავარია ახლა აქ ვართ და ბედნიერები ვართ_ ჩემი ხელი ჰარისას დავადე და ცერა თითი ავუსვი.ამ დიალოგის შემდეგ ვახშამი უწინდელივით წყნარად გაგრძელდა. ვუყურებდი ჩემს წინ მჯდარ ჯემას და ჯექსონს, რომლებიც უზომოდ ბედნიერები იყვნენ.
მეგანი და ლუი, რომლებიც სიხარულით, მოკაშკაშე თვალებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს.
მისტერ და მისის სტაილსები. ისინი უბრალოდ თვალს ადევნებდნენ მათი შვილების ბედნიერებას.
ჰარი კი ჰოუპს აჭმევდა. დროდა დრო რაღაცაზე ჩურჩულებდნენ და იღიმოდნენ. ჰარი ახლა ჩემსკენ გადმოიწია და ყურში ჩამჩურჩულა.
_ მიყვარხარ...
YOU ARE READING
bright spot (დასრულებულია)
Fiksi Penggemarრა მოხდება როცა ადამიანს შეხვდი რომელმაც შენზე იძალადა და უბრალოდ ასე მიგატოვა წვეულებაზე? რომელსაც არც კი ახსოვხარ. როცა იძულებული ხარ მასთან ერთად იმუშავო... აიტანო მისი სახე... ბრძანებები... ეს ხომ საშინელებაა...