თავი 11

1.5K 90 3
                                    

Anjelina's POV.

საღამოს ლუისთან წავედით. ჰარი მთელი დღე თვალს არ მაშორებდა, მე კი ვაიგნორებდი.

მალე ლუისთან მივედი, ვეღარ ვითმენდი ისე მინდოდა მეგანის ნახვა ამიტომ სახლში პირველი მე შევვარდი.

_ ანჯელინაა_ გამოექანა მეგანი ჩემი დანახვისას, ზოგჯერ ვფიქრობ რომ ისევ 2 წლის ბავშვია.
_ მეგ, როგორ ხარ?
_ ლუის და ტყუპების წყალობით შესანიშნავად, იმას თუ არ ჩავთვლით რომ მენატრები. შენ როგორ ხარ? იმ სახლში არამგონია თავს კარგად გრძნობდე.
_ ნუ ღელავ კარგად ვარ. ჰოუპის წყალობით, რამელიც ძალიან საყვარელია და ხასიათზე მოვყავარ.
_ ჰოუპი ვინ არის?
_ მამაჩემის მოახლის ნათესავია, იქ ცხოვრობს. ძალიან საყვარელი ბავშვია. დილით ჭამა არ უნდოდა და მე ვაჭამე.
_ დილით ჭამა არც შენ გიყვარს_ მითხრა მეგანმა.
_ აუ ფოტოები არ გაქ? ხო იცი მიყვარს ბავშვები_ მითხრა დეიზმა.
_ კი რამოდენიმე ფოტო მაქვს.
_ უკვე მოგისწრია_ სიცილით მითხრა ლუიმ.
_ რა ვქნა ძალიან საყვარელია, პირველივე დანახვისას შემიყვარდა, თან ერთმანეთს ძალიან სასაცილოდ შევხვდით. ოთახში რომ ავდიოდი შემეჯახა_ სიცილით ვუთხარი და ტელეფონში მისი სურათი გავხსენი.

_ არ ვიცი რატო მარა ეგ ბავშვი შენ გგავს_ მითხრა ნაილმა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.



_ არ ვიცი რატო მარა ეგ ბავშვი შენ გგავს_ მითხრა ნაილმა.
_ ის რომ ცისფერი თვალები აქვს, არ ნიშნავს რომ მე მგავს ნაილ_ სიცილით ვუთხარი.
_ რავი ხო, მართლა გგავს რაღაცით.
_ ხო რავი...

ამის მერე თემა ბავშვებზე ჩამოვარდა, ეს ჩემთვის არც ისე სასიამოვნო თემაა მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია.
_ კარგად ხარ?_ გადმომჩურჩულა მეგანმა.
_ კი.
_ აუ ბიჭებო, დღეს დილით რა გამოტოვეთ თქვენ არ იცით_ თქვა ლუიმ და სიცილი დაიწყო.
_ რა გამოვტოვეთ?_ იკითხა ზეინმა.
_ რადა დილით კომპანიაში, რომ მოვედი მანქანა გავაჩერე და უკვე შემოსვლას რომ ვაპირებდი დავინახე ანჯელინა, რომელსაც უკან 2 მუტანტი, გოლიათი მოყვებოდა_ ყველამ სიცილი დაიწყო_ მერე აღმოჩნდა რომ ეს კაცები მამამისმა დაცვად გამოაყოლა, ხოდა უნდა გენახათ როგორ გაასწორა ორივე მიწასთან ანჯელინამ. მერე მამამისს დაურეკა და უთხრა რომ ეს დაცვა არ სჭირდებოდა და საღამოს ჩემთან აპირებდა წამოსვლას. მოკლედ ყველა მიწასთან გაასწორა.
_ შენ რა მამამ დაცვა მოგიგზავნა?
_ უკვე აღარ_ ღიმილით ვუთხარი.
_ რა უნდა მამაშენს შენგან?
_ სიმართლე გითხრა არც მე ვიცი ლიამ.

bright spot (დასრულებულია)Where stories live. Discover now