Anjelina's POV.
დილით პატარა სხეულის გვერდით გავიღვიძე, რომელიც მეკვროდა და მშვიდად ეძინა.
ფეხზე ფრთხილად წამოვდექი რომ ჰოუპს არ გაღვიძებოდა. დღეს... დღეს მისი დაკარგვიდან 5 წელი გავიდა... 5 წყეული წელი მის გარეშე...
კომპანიაში წასასვლელად გავემზადე და ქვევით ჩავედი.
_ ესტერ.
_ დიახ ქალბატონო.
_ ჰოუპს ჩემს ოთახში სძინავს. არ გაბედო და მას მეორედ აღარ შეეხო თორემ ვიზრუნებ იმაზე რომ არც ეს სამსახური დაგრჩეს და არც ბავშვი.
_ გასაგებია_ მითხრა და თავი ჩაღუნა.
_ ბავშვსს უხეშად არ მოექცევი, თუ რამე მოხდება მაშინვე დამირეკავ.
_ დიახ.
_ კარგი მე წავედი.კომპანიაში მივედი და პირდაპირ ჩემს მაგიდას მივუჯექი. მალე კი ჩემთან ლუი მოვიდა.
_ მოწყენილი ხარ.
_ ხომ, უბრალოდ დღეს... დღეს ცუდ ხასიათზე ვარ.
_ რაღაც მოხდა. მომიყევი.
_ ლუი ეს უბრალოდ... ეს წარსულის ბრალია.
_ თუ თავს კარგად იგრძნობ მომიყევი, მოგისმენ.
_ ეს რთულია ჩემთვის. ეს ამბავი არავინ იცის მეგანის გარდა.
_ კარგი გასაგებია_ მითხრა და თავი ჩახარა.ცოტახანი ორივე ჩუმად ვისხედით. მერე თავი ავწიე და მოყოლა დავიწყე.
_ 18 წლის ასაკში დავორსულდი... არ მკითხო ვისგან. მე უბრალოდ... ის დავკარგე... ბავშვი დავკარგე, მითხრეს რომ მკვდარი დაიბადა_ ცრემლი ჩამომივარდა.
_ რა? შენ... ვწუხვარ ლინ... ეს საშინელებაა.
_ ლუი მისი ხელში აყვანაც კი ვერ შევძელი, ერთხელაც კი ვერ შევიგრძნე მისი სურნელი. ახლა ის ჩემს გვერდით უნდა იყოს, მაგრამ...
_ დაწყნარდი პატარავ, ეს შენი ბრალი არაა...
_ ჩემი ბრალია, მე რომ უკეთესად მიმეხედა მისთვის....
_ კარგი დაწყნარდი. მოდი დღეს მუშაობა არ გვინდა, ჰარისაც ვეტყვი და სადმე გავიდეთ.
_ კარგი. მადლობა რომ ჩემზე ზრუნავ.
_ არაფერია ძვირფასო. აქ დამელოდე მე ბიჭებს მოვიყვან.
_ კარგი.მალე ლუი ბიჭებთან ერთად დაბრუნდა.
_ ანჯელინა, კარგად ხარ? ლუიმ გვითხრა რომ ხასიათზე არ იყავი.
_ უკეთედადაც ვყოფილვარ.
_ რა მოხდა?_ მკითხა ზეინმა.
_ ალბათ ბიჭები შემოაკლდა გასა...
_ ჰარი მოკეტე_ არ დაასრულებინა ლუიმ მე კი თვალები ამიცრემლიანდა. მინდოდა მეყვირა რომ ახლა მის შვილს ვგლოვობდი და ეს მისი ბრალი იყო, მაგრამ არ შემეძლო...
_ ლინ მაპატიე მის მაგივრად.
_ ბოდიშს არ უნდა იხდიდე ლუი, მან არ იცის.
_ რა არ ვიცი? იცი არც მაინტერესებს, ვიცი რომ ერთი უბრალო ძუკნა ხარ.
_ ჰარი საკმარისია, ვერ ხედავ რომ ის ცუდადაა? იქნებ იკითხო მაინც რა სჭირს...
_ კარგი რა... და რა უნდა სჭირდეს?
_ მისი წარსული...
_ წარსული? ჰაჰ, სასაცილოა და რა მოხდა მის წარსულში ასეთი რო დღემდე გლოვობს? მეც მქონდა მძიმე წარსული, მაგრამ ამის გამო არ ვტირი_ მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო მატკინა გული და ტირილი დავიწყე.
_ ჯანდაბა ჰარი, მან შვილი დაკარგა_ ლუის ნათქვამზე ყველა გაშრა.
_ რ-რა?
_ შენ შვილი გყავდა?
_ ნაყოფი მკვდარი დაიბადა_ ცრემლები შევიმშრალე და თავის ხელში აყვანა ვცადე_ აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, ეს... მტკივნეული თემაა ჩემთვის.
_ წამოდით ჩემთან წავიდეთ_ თქვა ჰარიმ.
_ კარგი.ჰარის სახლი უზარმაზარი და ულამაზესი იყო. ლუიმ ტყუპებს დაურეკა და აქ მოსვლა თხოვა ისინით სიხარულით დასთანხმდნენ და მალე მოვიდნენ.
_ დაიკო_ ჩამეხუტა მეგანი_ ხომ კარგად ხარ?
_ კი.
_ მე მაინც ნუ მატყუებ, კარგად არ ხარ, ვიცი რომ რთულია მაგრამ უნდა გაუძლო.
_ ის რომ ახლა ჩემს გვერდით იყოს...
_ დაწყნარდი გთხოვ... ეცადე დაივიწყო წარსული.
_ ხომ იცი რომ ეს მარტივი არ არის... ის რაც გადავიტანე... ამის დავიწყება შეუძლებელია.საღამომდე ვიყავით აქ. ყველა ჩემს გამხიარულებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდათ. შემდეგ გადავწყვიტე სახლში დამერეკა და ჰოუპი მომეკითხა ახლა მხოლოდ მას შეუძლია ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა.
_ ალო, ესტერ.
_ ქალბატონო ანჯელინა...
_ რა მოხდა?_ შეშინწბული ხმა ქონდა.
_ ჰოუპი... ის კიბიდან დაგორდა და ახლა საავადმყოფოში ვართ.
_ რა? ეს როგორ მოხდა. რომელ საავადმყოფოში ხართ?
_ ........
_ ახლავე მოვდივარ.სასწრაფოდ წამოვდექი ფეხზე.
_ რა მოხდა?
_ ჰოუპი საავადმყოფოშია.
_ მე წაგიყვან_ მითხრა ლუიმ.
_ მეც მოვდივარ.
_ არა მეგ შენ დარჩი.
_ არა მოვდივარ.
_ კარგი....
_ ჩვენც წამოვალთ_ თქვეს ბიჭებმა.ლუის და ლიამის მანქანებში გავნაწილდით.
_ მას არაფერი უნდა დაემართოს, ის ჯერ პატარაა.
_ მას არაფერი მოუვა ლინ, დაწყნარდი გთხოვ_ მამშვიდებდა მეგანი.მალე საავადმყოფოშიც მივედით და სასწრაფოდ შევიჭერი დიდ შენობაში.
YOU ARE READING
bright spot (დასრულებულია)
Fanficრა მოხდება როცა ადამიანს შეხვდი რომელმაც შენზე იძალადა და უბრალოდ ასე მიგატოვა წვეულებაზე? რომელსაც არც კი ახსოვხარ. როცა იძულებული ხარ მასთან ერთად იმუშავო... აიტანო მისი სახე... ბრძანებები... ეს ხომ საშინელებაა...