Anjelina's POV.
1 კვირა გავიდა რაც ჰარისთან ვცხოვრობთ. არც ისეთი საშინელებაა, მაგრამ ჰარი თითქმის სახლში არცაა ხოლმე. 1 კვირაა კომპანიაში არ წავულვარ, სახლიდან ვმუშაობ.
_ დღეს ჩემი მშობლები და და ჩამოდიან_ მითხრა ჰარიმ.
_ კარგია.
_ მალე აქ იქნებიან, სავარაუდოდ ჩვენთან დარჩებიან.
_ ჰოუპზე იციან?
_ ჯერ არა.
_ აჰამ კარგი.
_ მეგონა გაბრაზდებოდი.
_ ისინი შენი მშობლები არიან და შენი გადასაწყვეტია ეტყვი მათ თუ არა.
_ არ ვიცი როგორი რეაქცია ექნებათ, მამაჩემი შეიძლება გაბრაზდეს.
_ რათქმაუნდა გაბრაზდება. დარწმუნებული ვარ არც მე მოვეწონები. შეიძლება აქედან გამაგდონ კიდეც.
_ ეს ჩემი სახლია და ვერავინ გაგაგდებს.
_ კარგი. წავალ რამეს მოვამზადებ, მერე კი სუფრას გავშლი.ლაზანიას და სტეიკს ვამზადებდი, როცა ზარის ხმა გაისმა. კარის გასაღებად მივედი, ჰოუპიც უკან გამომყვა.
_ გამარჯობა_ კარში ხანში შესული კაცი და ქალი იდგნენ, მათ გვერდით კი ახალგაზრდა გოგო.
_ შენ ალბათ მოახლე ხარ, კარგი ესენი გამომართვი.ქალმა ხელში პარკები მომაჩეჩა და სახლში შევიდა.
_ დედა? უკვე ჩამიხვედით? საღამოსკენ გელოდით.
_ ხო ცოტა ადრე ჩამოვედით. როგორ ხარ? ძალიან მოგვენატრე.
_ მეც მომენატრეთ დედა. აი ჯემა შენ კი ცოტა გასუქებული მეჩვენები.
_ ბოლო თვეები იმდენს ჭამს რო...
_ დედაა. ოო ჰარი ცოტა გავსუქდი, რა მოხდა მერე_ ეს გოგო ალბათ ჰარის დაა, ძალიან საყვარელია.
_ ეს ბავშვი ვინ არის?_ იკითხა ქალმა ჰოუპზე.
_ დედ ეს...
_ჰოუპ საყვარელო შეგიძლია ოთახში ახვიდე?_ ვთქვვი რადგან არ მინდა ჰოუპიც აქ იყოს და ამ წამოწყებულ დიალოგს მოუსმინოს.
_ კარგი_ თქვა და კიბეზე აირბინა.
_ დედა ის ჩემი შვილია_ პირდაპირ უთხრა ჰარიმ მათ.
_ რა?
_ ანჯელინა კი დედამისია.
_ შენ რა სახლში ვიღაც ბოზი და მისი შვილი გყავს?
_ მამა სიტყვები შეარჩიე. ეს ბავშვი ჩემი შვილია!
_ და ამას ახლა გვეუბნები? გავშვი დაახლოებით 5-6 წლისაა.
_ მეც ახლა გავიგე.
_ ესე იგი, მას გიმალავდა, ღმერთო...
_ იცი რაა, ეს მაგარია ჰაროლდ, ძმისშვილი მყავს.
_ მას ძალიან შეუყვარდები
_ მეც უკვე მიყვარს, მასთან წავალ.
YOU ARE READING
bright spot (დასრულებულია)
Fanficრა მოხდება როცა ადამიანს შეხვდი რომელმაც შენზე იძალადა და უბრალოდ ასე მიგატოვა წვეულებაზე? რომელსაც არც კი ახსოვხარ. როცა იძულებული ხარ მასთან ერთად იმუშავო... აიტანო მისი სახე... ბრძანებები... ეს ხომ საშინელებაა...