ამის შემდეგ რა იქნება?გამოდის რომ ყველაფერი ისევ ახლიდან უნდა დავიწყო, ახლებურად უნდა შევრგუო მისზე განახლებულ მოგონებებს ჩემს ტვინში.
შეიძლება მე და ჯონ ჯონგუკი მართლაც ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილი, მაგრამ რა ბედი მელოდა მე? ნუთუ ამქვეყნას იმისთვის მოვევლინე რომ ჯონ ჯონგუკის ყველგან გზად გადღობვოდა? მაშინ როდესაც დავივიწყებდი და ცხოვრებას თავიდან დავიწყებდი ხელახლა გამოჩენილიყო რომ ჩემთვის კიდევ უფრო ძლიერი დარტყმა მოეყენებინა, იმაზე უარესი ვიდრე ჩემს რომელიმე წარმოდგენაში იქნებოდა.
მასზე ფიქრი ჩემს ცხოვრებაში იშვიათი მოვლენა რათქმაუნდა არ ყოფილა, ხანდახან ვაიგნორებდი, ჩვეულებრივად ვიღებდი, რეაქცია უკვე აღარ მქონდა, უბრალოდ მახსენდებოდა, გული მტკიოდა, დროის გასვლის შემდეგ კი გულის ტკივილი იკლებდა და საბოლოოდ მისი გახსენებისას მხოლოდ უსიამოვნო შეგრძენა მრჩებოდა ხოლმე შიგნით. ამ საქმეს კი ის ამარტივებდა რომ არ ვიცოდი როგორ გამოიყურებოდა, მის სახეზე წარმოდგენა არ მქონია ამიტომაც მოგონებები აბლანდული და გაურჩეველი იყო, ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა წარმომდეგინა, მიხაროდა კიდევაც. დიახ, ბედნიერი ვიყავი რომ მხედველობის დაბრუნების შემდეგ მისი სახის ნახვის სურვილი არ გამჩენია და ამას გაგიჟებული ვარიდებდი თავს, ასე უფრო ადვილად გადასატანი იყო. მაგრამ ახლა როდესაც გავიგე თუ როგორი სიმშვენიერების განსახება იყო ის ბიჭი რომელიც მძულდა, თავს ვერ ვუხერხებდი რომ არ გამჩენოდა კითხვა.რა დავაშავე?
ჩემს უტვინო თავს მისი თითოეული მოგონება ისე დეტალებით და დაწვრილებით ახსოვდა რომ ხანდახან მეგონა რაიმე სუპერძალაც კი მქონდა ამის გამო, ახლა კი როდესაც გავიგე როგორ გამოიყურებოდა, ჩემი გონება იმაზე მეტად გადაიტვირთა ვიდრე ეს დასაშვები და მისაღები იყო.
და მიუხედავად იმისა რომ სასტიკად მიყვარდა, და რომ მის გამო ტყვიას წინ გადავუდგებოდი. მაინც ვინ ჯანდაბა იყო რომ ასე ესაუბრა?
YOU ARE READING
shut the fuck up
Lãng mạnგაფრთხილება არარის გათვლილი თოთხმეტ წლამდე ბავშვებისთვის. ფიკი შეიძლება შეიცავდეს მძიმე დეტალებსა და სცენებს.