32. ახალი საქმე.

1.3K 150 69
                                    



- მე ერთი ბიჭი მიყვარდა.

სიტყვები უხეშად დასცდა მის ბაგეებს, თითქოს საკუთარ თავს უბრაზდებოდა, რომელიც ისეთი რაღაცების თქმა აიძულებდა რასაც ვერასდროს გაბედავდა.

ქალი ყურადღებით უსმენდა მის წინ სავარძელში უხერხულად მჯდარ ქერა ბიჭს, უკვე წლებია იცნობდა. იცოდა მისი მწუხარებით აღსავსე სახე, ტანჯვითა და ტკივილით გაჯერებული თვალები. მაგრამ არასდროს ენახა ასეთი გაღიზიანებული.

კალამი ხელში შეათამაშა, ცხოველური დაკვრივებით მისჩერებოდა, სულ მცირე დეტალიც კი მის შესახებ რაღაც ახალს და საინტერესოს მოასწავებდა ხოლმე.

- ეს უკვე ვიცი, - წყნარად უთხრა, არ უნდოდა შეეშფოთებინა უცაბედი სიტყვით გამოსვლით.

ჯიმინმა მზერა მოწყვეტით გადაიტანა ქალზე და თვალებში ისე შეაჩერდა თითქოს ტელეპატიით ცდილობდა თავისი სათქმელი გადაეცა, ბრაზისაგან უჭირდა სიტყვების წარმოთქმა, ენას ნორმალურად ვერ აბრუნებდა.

- მაგრამ მე არ მითქვამს...

- ეს ხომ ისედაც ცხადი იყო. შენ ის გიყვარდა. 

- ვგლისხმობ რომ. - ბიჭს სიტყვა სიყვარულის გაგონებაზე უფრო მეტი ზიზღი მოაწვა. - მე არ მითქვამს რომ ის ბიჭი იყო.

- ჯიმინ, - დაუძახა ნაზად ქალმა, გრძნობდა როგორ აღიზიანებდა ყოველ ჯერზე როდესაც მის სახელს დაიძახებდა ხოლმე, მაგრამ ამასთანავე ეს გამოფხიზლებაში და ცოტათი გონს მოსვლაშიც ეხმარებოდა. - მნიშვნელობა არ აქვს გოგო იყო თუ ბიჭი, შენ ის გიყვარდა, და მთავარი ეს არის. შემდეგ რა მოხდა?

თავს ვერ იკავებდა ქალბატონი ჰიუნჯუ, ეს მისი მხრიდან ზედმეტი არაპროფესიონალურობაც კი იყო, მაგრამ აღტაცებას ვერაფერს უხერხებდა, ამდენი წლის შემდეგ, მისი პაციენტი თვითონვე უყვებოდა იმას რაზეც თავიდანვე სიტყვა არ დაუძრავს. ის მკურნალობდა პაკ ჯიმინს, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა რასთან დაკავშირებით, მხოლოდ დრო და დრო, ნელ-ნელა ხვდებოდა დეტალებს, იცოდა რომ ვიღაც ადამიანი იყო ამაში გარეული.

shut the fuck upWhere stories live. Discover now