Jimin's pov
ჩემი ოთახის კარზე ყურმიდებული კარგახანს ვიდექი, თითქოს რაიმე მესმოდა, იუნგის ოთახი ჩემგან შორს იყო ასე რომ ერთი ბგერაც კი არ გამიგონია.
ისეთი რა ჰქონდათ სალაპარკო მას და თეჰიონს რომ მე მიმალავდნენ?
უკვე თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ იუნგი ფიქრობდა ყელზე მარკები მართლა თეჰიონისგან მქონდა, სხვა შემთხვევაში ბიჭთან რა ექნებოდა სალაპარაკო? მეც ლაჩარვითი დავემორჩილე და ოთახში გამოვიქეცი, მივატოვე თეჰიონი რომელიც ჩემს გამო ჩავარდა ამ სიტუაციაში.
თუმცა რა მექნა? სიმართლეს ვერ ვეტყოდი. მიუხედავადა იმისა რომ მთელი გულით მძულდა ჯონგუკი განსაკუთრებით დღევანდელის შემდეგ, ის თეჰიონის ძმა იყო და ვერ დავუშვებდი რამე მოსვლოდა, იუნგის რომ სიმართლე გაეგო იმ ნაბიჭვარს ნამდვილად მოკლავდა. თეჰიონიც ჯონგუკის დაცვას ცდილობდა ამიტომ ორივენი შევთანხმდით რომ ხმა არ უნდა ამოგვეღო მომხდარზე. ამას მხოლოდ ჩემი მეგობრისთვის ვაკეთებდი თორემ სიამოვნებით ვაცემინებდი ჯონგუკს დასისხლიანებამდე.დერეფანში ვიღაცის ნაბიჯების ხმა გაისმა თუ არა კარი მაშინვე გამოვგლიჯე.
- თეჰიონ?
ბიჭის სრუტუნი მომესმა სანამ ოთახიდან დაბმული მხეცივით გამოვარდნილი ზედ შევასკდებოდი, მან წამსვე გამწია გვერდით და ჩამიარა, ეს არ ყოფილა უხეშობა მაგრამ მისგან ზედმეტად თბილ ქცევას ვიყავი მიჩვეული და არ მომეწონა რაც გააკეთა.
- თეჰიონ! - ყვირილით გავეკიდე უკან. - რა მოხდა? რატომ ტირი? რამე მითხარი!
- მაპატიე ჯიმინ. - დაიჩურჩულა გაბზარული ხმით.
კიბეზე მივსდევდი როდესაც ფეხი რაღაცას წამოვდე და ბოლო საფეხურებზე თავით დავეშვი, იატაკზე გავიშხლართე ისედაც ამწვარი ზურგით. თეჰიონი არც დასახმარებლად მოსულა და არც რამე უთქვმს, კარის გაჯახუნების ხმა გაისმა და მივხვდი რომ დამტოვა.
რა ჯანდაბა ქენი იუნგი ჰიონ? ტკივილისგან დამანჭული სახით გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე, ჯონგუკის დამსახურებით სხეულის ბევრი ნაწილი მტკიოდა, განსაკუთრებით ზურგი სადაც ქამარი ისე გადამარტყა თითქოს ვირი ვყოფილიყავი.

YOU ARE READING
shut the fuck up
Roman d'amourგაფრთხილება არარის გათვლილი თოთხმეტ წლამდე ბავშვებისთვის. ფიკი შეიძლება შეიცავდეს მძიმე დეტალებსა და სცენებს.