Jungkook's povუკვე თითქმის თენდებოდა როდესაც ზღვიდან ამოვედი. ერთიანად აკანკალებული გავემართე სახლისკენ, წყალი ცივი იყო, ქარიც უსიამოვნოდ მიბერავდა.
სიბნელე იყო ამიტომ კარგად ვერ ვხედავდი, ბრმად მივიწევდი სახლისკენ. შენობაში ყველა შუქი ჩამქვრალი იყო, რამოდენიმე საათი ჯერ კიდევ იყო დარჩენილი სანამ წამოგვყრიდნენ და დილის ვარჯიშებზე გაგვიყვანდენ პლაჟზე, მე კი ამ დროის განმავლობაში ძილს მოვასწრებდი, თუ რათქმაუნდა თვალის მოხუჭვას შევძლებდი.
სველი სხეულით ჯერ კიდევ აკანკალებული მივდიოდი დერეფანში, მხოლოდ საცუარო შორტი მეცვა, ხელში კი პირსახოცი მეჭირა რომლის გამოყენებაც რატომღაც აზრად არ მომსვლია.
სიბნელეში ჩემი ოთახის წინ პატარა სილუეტი შევნიშნე და მაშინვე ადგილზე გავჩერდი.
პაკ ჯიმინი ისევ აქ იჯდა, მისმა ქვითინმა ჩემს ყურებამდე მოაღწია.
თავდახრილი რამოდენიმე წუთით ვუსმენდი, ჩემს არსებობას ვერ ამჩნევდა, თავის პატარა მოწყენილ სამყაროში იყო. ჩამუხლული ისე იდგა თითქოს ლოცულობსო.უკვე მეხუთე ღამე იყო იგივე მეორდებოდა. ჩემს ოთახთან მოდიოდა, და კართან სახლიდან გამოგდებული ლეკვივით იჯდა. ამის ატანა უკვე აღარ შემეძლო, ასეთი ძლიერიც არ ვიყავი. მინდოდა შეეწყვიტა ეს ყველაფერი, უფლებას არ მაძლევდა ჩემგან დამეხსნა.
ნაბიჯები ყოყმანით გადავდგი, მან მაშინვე თავი მოაბრუნა. ფანჯრიდან შემოსულ სუსტ შუქზე ვხედავდი მის ბზინვარე თმას და სახის ჩრდილებს.
- ჯიმინ. - დავუძახე მტკიცედ და მკაცრად.
ხუთი დღის განმავლობაში პირველად გავეცი ხმა, და პირველად წარმოვთქვი მისი სახელი. სასიამოვნოდ ჩამესმა ყურებში.
ბიჭი შეშინებული შველივით ფეხზე წამოხტა და სირბილით გამოიქცა, მეგონა ჩემსკენ მორბოდა, წამით ოდნავ მკლავებიც კი გავშალე, მოულოდნელი მოქმედებით გაოცებული ჩემი სხეული ინსტიქტურად უკვე მზად იყო მის მისაღებად. მაგრამ ის არ შემხებია, კედელს აეკრო და გვერდით სწრაფად ჩამიარა, შემდეგ კი ისევ სირბილი გააგრძელა სანამ დერეფნიდან არ გაუჩინარდა.
YOU ARE READING
shut the fuck up
Romanceგაფრთხილება არარის გათვლილი თოთხმეტ წლამდე ბავშვებისთვის. ფიკი შეიძლება შეიცავდეს მძიმე დეტალებსა და სცენებს.