ექვს საათიანი ნაშრომი
- კარგადა გამოიყურები, სკოლის ფორმა გიხდება.
თეჰიონის კომპლიმენტზე გამეღიმა და მადლობა მოვუხადე, ჩვენ სკოლის შესასვლელში ვიდექით, იუნგი ჩემს გვერდით იყო ატუზული და ცალი ხელით მკლავს მიჭერდა თითქოს ჩემი გაშვება არ უნდოდა.
- შენც კარგად გამოიყურები თეჰიონ. - თქვა უცებ.
უხერხულობისგან ჩამეცინა, იუნგი და კომპლიმენტები?
- გმადლობ იუნგი ჰიონ...
ჰიონ? ჰიონ?
პირი გაოცებულმა დავაღე, მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და თეჰიონი უკვე ჰიონს ეძახის ჩემ ძმას?
- ოჰ... - დარცხვენილი ხმით თქვა იუნგი ჰიონმა. დარწმუნებული ვიყავი ახლა მომხიბვლელად იღიმოდა, ეჭვი არასდროს შემპარვია ჩემი ძმის სიმპატიურობაში, ყველა იძახდა რომ შაქარივით თეთრი და ლამაზი იყო. ერთხელ იუნგის ვთხოვე ჩემი გარეგნობის აღწერა, მან კი მითხრა რომ ეს შეუძლებელი იყო, არ ვიცი ასე რატომ მიპასუხა.
რამოდენიმე წუთი ვუსმენდი იუნგის და თეჰიონის უცნაურ ლაპარაკს, თუ ფლირტს? ვერ ჩამოვყალიბდი რომელი სახელი უნდა დამერქმია, თუმცა რაც არ უნდა ყოფილიყო ფაქტია მათ გარშემო თავს უხერხულად ვგრძნობდი.
- წასვლის დროა? - ჩავილაპარაკე.
პასუხი არ გაუციათ, რომ ვთქვა გამიკვირდათქო ტყუილი იქნება.
არც კი ვუსმენდი საერთოდ რაზე ლაპარაკობდნენ.
- ... მოკლედ შეგიძლია გვესტუმრო... აუცილებლდ გაჩვენებ სკამს...სკამს? სერიოზულად იუნგი?
- ძალიან კარგი, მე სულ თავისუფალი ვარ შემიძლია ამ საღამოსვე მოვიდე... სკამის სანახავად რათქმაუნდა...
იყო რაღაც უცნაური თეჰიონის ხმაშიც. მაგრამ ხმაში კი არა, თვითონ ამ ბიჭში იყო უცნაურობა, თუმცა ფაქტია არც იუნგი იყო ნაკლები მასთან ლაპარაკისას.
- ჰიონ, - ხმამაღლა დავუძახე. - ცხრაზე თათბირი არ გქონდა?
- ღმერთო ჯიმინ შემაშინე! - თვითონაც ხმამაღლა მიპასუხა. - ასე ნუ შემომხედავ ხოლმე თვალებში, მგონია რომ...
იუნგის ხმა ჩაუწყდა, თითქოს გაანალიზა რასაც იძახდა და მოკეტა.
- რომ გხედავ? - ღიმილით დავასრულე.
სიჩუმე ჩამოვარდა.
- წავიდეთ ჯიმინ, დაგვაგვიანდება. - განმუხტა სიტუაცია თეჰიონმა და მკლავი გამიყარა.
ჩემს ძმას დავემშვიდობე და ჯოხის ხმარების მაგივრად თეჰიონის სხეულს მივენდე. ხელიხელგაყრილები შევედით სკოლაში, თეჰიონი კიბის ყველა საფეხურს მითვლიდა.
ბედნიერი ვიყავი, აქამდე მეგობარი არ მყოლია, ჩემი ძმის გარდა არავის უზრუნია ასე ჩემზე. სიხარულისგან ლამის ცრემლები წამომცვივდა.
YOU ARE READING
shut the fuck up
Lãng mạnგაფრთხილება არარის გათვლილი თოთხმეტ წლამდე ბავშვებისთვის. ფიკი შეიძლება შეიცავდეს მძიმე დეტალებსა და სცენებს.