43.იღბალი

3K 148 113
                                    




ჰაი, ჰაი, გამარჯობათ💕არ დაგავიწყდეთ დავოუთება  და აზრის გამოთქმა.

- რას აკეთებ?

ჯიმინმა მოულოდნელ ხმაზე თავი ასწია და ჩაშავებული თვალები მიანათა ფიგურას რომელიც მის წინ იდგა, ლეპტოპის სინათლეს შეჩვეულმა კარგად ვერ გაარჩია სიბნელეში მისი სახე მაგრამ ხმაზე უკვე იცნო ვინც იყო ამიტომ მსუბუქად გაიღიმა.

- დაბრუნდი? - ჰკითხა ჩურჩულით, მთელი დღე ხმა არ ამოუღია და ჩახლეჩილი ჰქონდა.

- თავს უკეთესად გრძნობ? - ჰკითხა ჰოსოკმა და საწოლზე ჩამოჯდა.

ჯიმინმა თავი ნელა დაუქნია და ლეპტოპი გვერდით გადადო, იმდენად იყო გართული რომ კარის ხმაც კი არ გაუგონია. საწოლზე გვერდი გაჭირვებით იცვალა და დაბუჟებული სხეული საბნის ქვეშ გაშალა, ფეხის წვერებით ოდნავ შეეხო ჰოსოკის ბარძაყს მაგრამ მაშინვე უკან გამოსწია, თავს უხერხულად გრძნობდა, ეს კი არ იყო ჩვეულებრივი მდგომარეობა მათ შორის, რამე უნდა მოემოქმედებინა.

- ქორწილის საქმეები როგორ მიდის? - ჰკითხა ის რაც პირველი მოადგა პირზე.

თავს ვერ იმართლებდა რომ ოთხი დღის განმავლობაში რაც ჰოსოკი წასული იყო ერთხელაც არ მიუწერია, ზედმეტად დაკავებული იყო თავისი საქმეებით და როდესაც ფიქრობდა რომ მიეწერა ან დაერეკა, ან გაბრაზება არ აძლევდა უფლებას, ან უბრალოდ ისევ კომპიუტერში ჩაიკარგებოდა და ტვინიდან უვარდებოდა.

- მშვენივრად, - უპასუხა ჰოსოკმაც იგივე ტონით და ჯიმინი მიხვდა რომ ისიც გრძნობდა დაძაბულობას მათ შორის. - ქორწილი თვის ბოლოს იქნება.

- ასე მალე?

- მალე? - მსუბუქად ჩაიცინა ბიჭმა. - მზადება ორი თვის წინ დაიწყეს, აქამდე უკვე ათას ქორწილს გადაიხდიდნენ. არ ვიცი რატომ უნდათ ასეთი გრანდიოზული ცერემონიის მოწყობა, თითქოს ძალიან ცნობილი ადამიანები იყვნენ.

shut the fuck upWhere stories live. Discover now