8.ბინძური ცდა

2.2K 205 60
                                    

Jimin's pov

- იდიოტი ვარ.  - თავი მერხზე დავახეთქი და ამოვიოხრე.
რატომ დავუძახე საერთოდ ჯონგუკს? ახლა მთელი დღე ამაზე უნდა მეფიქრა, ყველაზე უხერხული მომენტი იყო, როდესაც გადავწყვიტე რომ ბიჭისთვის დამეძახა ზუსტად იმ წამს დაიყვირა ჯიუნმაც მისი სახელი, ჯონგუკმა ვერც კი გაიგო რომ ვეძახდი,ან შეიძლბა თავი მოიკატუნა იმდენად ვძულვარ.
მანქანაში ყოფნისას ვიფიქრე რომ ის არ იყო ისეთი ცუდი ადამიანი,მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი რომ ეს იმ გოგონას დამსახურება იყო რომელმაც ჩხუბში ყველა გააშველა,მისი თანდასწრებით ვერაფერს დამიშავებდა.წარმოდგენაც კი არ შემეძლო რომ ჯონგუკს თეჰიონი მოსწონდა, მაგრამ ახლა უკვე ცოტათი თანავუგრძნობდი კიდეც.
- თეჰიონ? - მარჯვენა მხარეს გავიხედე. - აქ ხარ?
საკლასო ოთახში მარტო ვისხედით რადგან კატეფერიაში წასვლაზე უარი ვთქვი, მანაც განაცხადა რომ არ შიოდა,თანაც ის კაფეტერია რაღაცით მართლაც დაწყევლილი იყო,რამდენჯერაც შიგნით შევდიოდი იმდენჯერ რაღაც ცუდი ხდებოდა.
- აქ ვარ ჯიმინ. - მოწყენილი ხმით მიპასუხა. მას რაღა სჭირდა? დილანდელზე ნერვიულობდა?
მაგრამ დიდი ყურადღება მაინც არ მიმიქცევია,ისედაც უცნაური ხასიათები ჰქონდა
- შენ და ჯონგუკი... - დავიწყე მაგრამ გაგრძელება ვეღარ შევძელი,თითქოს უკვე მზად იყო პასუხისთვის.
- ყველაფერი გაიგე არა? - ამოიოხრა. - მაპატიე აქამდე რომ არ გითხარი.
- საპტიებელი რა გაქვს? - გაკვირვებულმა ვკითხე.
- მეგონა ამის გამო მეც შეგძულდებოდი, ჯონგუკი ხომ ჩემი...
- შენ არაფერს შუაში ხარ თეჰიონ, რატომ უნდა შეგიძულო? ან როგორ შემიძლია ეს? ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ.
- გმადლობ ჯიმინ, შეიძლება ვერ ხვდები მაგრამ... - ჩაიცინა. - შენც ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ.
ჯერ კიდევ მერხზე თავდადებულმა გავუღიმე და ხელი გავიშვირე მისი მიმართულებით, ჩემს პატარა თითებს მისი გრძელი თითები შეაგება, მომწონდა მასთან შეხება, ეს თავს უფრო ახლოს მაგრძნობინებდა.

shut the fuck upWhere stories live. Discover now