24. განაჩენი.

1.9K 178 64
                                    


Jungkook's pov

- ჯიმინ, დაუჩქარე. - დავუყვირე მოთმინებადაკარგულმა ბიჭს რომელიც კბილებს ისეთი გამწარებული იხეხავდა თითქოს ამაზე მისი სიცოცხლე იყო დამოკიდებული. ისედაც გვიან გავიღვიძეთ და გვაგვიანდებოდა, ჯიმინს კი იმის დრო ჰქონდა რომ ბოლო თხუთმეტი წუთი კბილებისთვის დაეთმო.

- მაცადე. - ლუღლუღით მიპასუხა. - პირში საშინელი გემო მაქვს. რატომ მაიძულე რომ გადამეყლაპა?

- გაიძულე? - გამწარებულმა ვუღრიალე, ისედაც ცუდ ხასიათზე ვიყავი. - შენ თვითონ მეცი, ვინმემ გთხოვა მინეტი გამიკეთეო?

- თუ არ გინდოდა ასე ხმამაღლა რას კვნესოდი? - თვითონც მიყვირა, პირიდან კბილის პასტა გადმოსდიოდა ლაპარაკისას.

- იმიტომ რომ თავი ცუდად არ გეგრძნო. - დიდსულოვნად ვუპასუხე.

- ანუ ამბობ რომ არაფერი გამომდის? - ბიჭს სახე აუწითლდა და გაბრაზებულმა მოუჭირა თითები ნიჟარას.

- ანუ გგონია პროფესიონალი ხარ? - დამცინავად შევუბრუნე კითხვა.

- კი! ასე მგონია! რადგან შენი ხმები...

გამწარებულმა ჯიმინს კბილის ჯაგრისი უხეშად გამოვგლიჯე პირიდან და შუაზე გადავტეხე სანამ ნაგვის ურნაში გადავუძახებდი. სიტყვა გაუწყდა, ისეთი სახე მიიღო თითქოს ხელი გავარტყი.

- დაუჩქარე. - კიდევ ერთხელ გამაფრთხილებლად ვუთხარი.

თავი გააქნია და პირის გამოსუფთავება დაიწყო, მე კი ოთახში დავბრუნდი რომ ჩემი აყრილი ჩემოდანი როგორმე შემეკრა, მხოლოდ სახლამდე უნდა მიმეტანა და დანარჩენს დო ჰიუნი მიხედავდა.

შეღებულ კარში თავი თეჰიონმა შემოყო.

- ჯიმინ შენი ბარგი მე მიმაქვს! - დაუძახა ბიჭს და ისე რომ ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს ისევ გაქრა.

ჯიმინმა საპასუხოდ რაღაც დაიზმუვლა მე კი გინებით ძვლივს შევკარი ჩემოდანი და ქოშინით წამოვდექი ფეხზე.

shut the fuck upWhere stories live. Discover now