ცარიელ სახლში ტელეფონის გამაყრუებელი ზარის ხმა ისმოდა.
ბიჭი რეკავდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა იმასთან დაკავშირებით რომ სახლში უკვე აღარავინ იყო მისთვის რომ ეპასუხა.
ყურმილი გამწარებულმა დაახეთქა, თვალებიდან ცრემლები სდიოდა.
თავის თავზე იყო უკვე გაბრაზებული, რატომ დაურეკა?
იმედი ჰქონდა რომ უპასუხებდა და ყველაფერი გამოსწორდებოდა?
ახლა მისი საქციელების სინანულისთვის ნუთუ შესაფერისი დრო იყო.
ყურმილს ისევ დახედა, ხელს უჭერდა თუმცა აღარ აუღია, თითებიც შეუშვა.
არავინ იყო მისი ღირსი.
არავინ.როდესაც ცხოვრება რადიკალურად გეცვლება, ყველაფერი თავზე გენგრევა, გგონია რომ გამოსწორება შეგიძლია, გგონია რომ ამის ძალა გაქვს. მაგრამ ასე არაა.
იმაზე მწარედ დაგანახებენ რომ პატარა და გამოუცდელი ხარ, ვიდრე ამას წარმოიდგენდი.პატარა.
ბავშვი.
სკოლის მოსწავლე.
ლაწირაკი.
ბიჭს კიდევ უამრავ ზედმეტსახელს ეძახდნენ, სძულდა, ზიზღს გამოხატავდა კიდეც, რამდენადაც უფრო იყენებდა მის ძალას და ფიზიკურ გასწორებას, მით უფრო ხვდებოდა რომ სუსტი იყო, თავი ძლიერად მოჰქონდა, სინამდვილეში კი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა.ისინი დასცინოდნენ, მასხრად იგდებდნენ. ყველა მის საქციელს აკრიტიკებდნენ, ზურგს უკანაც და პირშიც ეუბნებოდნენ რომ არ შეეძლო, უნდა წასულიყო, საცოდავი და უბადრუკი ბიჭი იყო რომელიც მამამისის სიკვდილს ჯერ ვერ შეეგუა. მისი ადგილი ამხელა ოფისში კი არა საბავშვო ბაღში იყო, ჯერ ნორმალურად ცრემლებიც კი არ ჰქონდა შემშრალი.
ბიჭს ამ ყველაფრისთვის ყურადღება რომ არ მიექცია უფრო ადვილად გადაიტანდა. მაგრამ როგორ შეეძლო, მისი ფიცხი და იმპულსური ხასიათი აიძულებდა ყველა მათ სიტყვაზე ბრაზი მომატებოდა, სურვილი რომ მათთვის ჭკუა ესწავლებინა, მაგრამ ყოველჯერზე როდესაც რაიმეს დაგეგმავდა, ისინი ერთი ნაბიჯით წინ უსწრებდნენ, მაღლიდან გადმოხედავდნენ და ეტყოდნენ.
YOU ARE READING
shut the fuck up
Romansaგაფრთხილება არარის გათვლილი თოთხმეტ წლამდე ბავშვებისთვის. ფიკი შეიძლება შეიცავდეს მძიმე დეტალებსა და სცენებს.