🥳🥳🥳🦗🦟🦗✨🤠🥺🥳😔😫
მაპატიეთ დიალოგებში ამ დაშორებაზე მაგრამ აიტანთ- ჯიმინ.
ვიღაცამ ჩემი სახელი დაიძახა, სულ რამოდენიმე წამი დამჭირდა იმისთვის რომ ფიქრებიდან რეალობაში დავბრუნებულიყავი და გამეაზრებინა სად ვიყავი ან რას ვაკეთებდი.
- დიდი ხანი გავიდა. - ჩაიცინა ქალის ნაზმა ხმამ და ბედნიერად გამიღიმა.
დიახ, დიდი ხანი გავიდა, მაგრამ აქ ამაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ.
- გამარჯობა. - მივესალმე, არ მინდოდა ზედმეტად უხეში ტონი მქონოდა მაგრამ მგონი არ გამომივიდა რადგან ქალმა თავი გვერდით გადახარა და მომაშტერდა, ჩემს შიგნით შეშვებას ან არ ჩქარობდა ან ვერ ხვდებოდა რომ კარში დამაყუდა, ამიტომ სასწრაფოდ დავამატე. - ჰოსოკი სახლშია არა?
- ჰო, ჰო. - თითქოს გამოფხიზლდა, თვალები დააცეცა და გვერდით გაიწია. - ჯიმინ, ყველაფერი რიგზეა?
შიგნით შევარდნილი მაშინვე ადგილზე გავჩერდი და დამარწმუნებლად გავუღიმე სანამ გზას განვაგრძობდი.
- ყველაფერი რიგზეა. - დავიჩურჩულე, თუნდაც არ ყოფილიყო, მაინც იქნებოდა.
ქალი აღარ გამომყოლია და მეც თავი არ შემიწუხებია უკან მიხედვით, ჰოსოკი რატომღაც მობილურზე არ მპასუხობდა და ვიმედოვებდი რომ ზედმეტად არ იყო გაბრაზებული, ამ სიშორეზე წამოსვლა არ მინდოდა მაგრამ სახლში მარტო გაჩერებაც აღარ შემეძლო, თან რომ ვიცოდი შეიძლებოდა ახლა ჩემი საუკეთესო მეგობარი ძალიან ნაწყენი ყოფილიყო... თუმცა მგონი მთლად ცუდად არ იყო საქმე, რადგან ჰოსოკი თავის ოთახში საერთოდ არ ჩანდა გაბრაზებული ან ცუდ განწყობაზე, საწოლზე წამოწოლილს ფეხები მაღლა ჰქონდა აშვერილი და კედელს უბაკუნებდა, მუსიკები დაბალ ხმაზე ჰქონდა ჩართული თვითონ კი ჩუმი ღიღინით მობილურში იქექებოდა. კარის ხმაზე არც კი წამოწეულა, შეიძლება ვერ გაიგო, ყოველი შემთხვევისთვის ხმამაღლა ჩავახვალე და საწოლისგან რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით გავიჭიმე.
![](https://img.wattpad.com/cover/222921657-288-k294454.jpg)
YOU ARE READING
shut the fuck up
Romanceგაფრთხილება არარის გათვლილი თოთხმეტ წლამდე ბავშვებისთვის. ფიკი შეიძლება შეიცავდეს მძიმე დეტალებსა და სცენებს.