44. განწირული.

2.4K 122 109
                                    




ჯიმინი ჰოსოკთან შესახვედრად სერიოზული სახით ჩამოვიდა პირველ სართულზე, მხრებში გამართული მოაბიჯებდა და ცდილობდა აქაურობა ბოლომდე თავშეკავებულს დაეტოვებინა, მეგობარს მის ლოდინში ყველა ჟურნალი გადაექექილი ჰქონდა და ახლა ფურცლებს უინტერესოდ დასცქეროდა, მაგრამ თითქოს ჯიმინის მოახლოება იგრძნო, თავი მკვეთრად შეაბრუნა და ფეხზე წამოხტა.

- ჯიმინ! - ხელები ბედნიერმა გაშალა, კარგად შეამჩნია მისი უკმაყოფილო მზერა მაგრამ ამაზე ეჭვნარევი რეაგირება არ მოუხდენია, ხელები მჭიდროდ შემოხვია და გულში ჩიკრა. - აჰჰ... - ბედნიერებისაგან ამოიხვნეშა და შემდეგ სახეში მიაჩერდა.- ვიცოდი რომ გამოგივიდოდა, ჩემი ბიჭი ხარ.

- მე ჯერ არაფერი მითქვამს ჰოსოკ.- მკაცრად უთხრა ჯიმინმა და მისი სხეული მოიშორა. - საიდან იცი გამომივიდა თუ არა?

- ამას რა მნიშვნელობა აქვს. - ჰოსოკმა ხელი გადახვია და ნელი ნაბიჯებით გაუყვა მასთან ერთად გზას. - შენს გამომეტყველებაზე შევნიშნე, შენ ხომ ბედნიერი არასდროს ხარ, სულ უკმაყოფილოდ გამოიყურები.

- სულ უკმაყოფილოდ არ გამოვიყურები.- გააპროტესტა ჯიმინმა. - ბევრჯერ გამოვხატავ გახარების ემოციასაც.

- კარგი, კარგი. - ხელი ჩაიქნია ჰოსოკმა და ნაბიჯს აუჩქარა.- როგორც იტყვი, ახლა კი დასალევად წავიდეთ, ეს ამბავი ნამდვილად უნდა აღვნიშნოთ.

ჯიმინს რამოდენიმე ხანში გადაუარა იმ დაძაბულობამ და სტრესმა რაც ჯონგუკთან საუბრის შემდეგ ჰქონდა, როგორც კი გარეთ გავიდნენ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა მხრებიდან ლოდი მოეხსნა, იგრძნო რომ თავი დააღწია იმ შენობას და შიგნით გამეფებულ უსიამოვნო გარემოს. მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად იყო, ჯერჯერობით, პატარა დეტალებიც უნდა ეზეიმა.

მეგობრებმა თავი იმ ბარს შეაფარეს რომელსაც სრულწლოვნად გახდომის პირველივე დღეს ესტუმრნენ, მას შემდეგ არც თუ ისე იშვიათად მოინახულებდნენ ხოლმე, ყოველშემთხვევაში ჰოსოკი მაინც.

shut the fuck upWhere stories live. Discover now