14. შეთანხმება

2.1K 188 105
                                    

Jimin's pov

ოდესმე ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში როდესაც მოგზაურობაში წასასვლელად გამზადებული ავტობუსში ზიხართ ის კი შუა გზიდან უკან ბრუნდება და სახლში მოყავხარ?
სწორედ ასე ვიგრძენი თავი როდესაც მუნჯმა ჯონმა კიდევ ერთხელ მიმატოვა. პირველი შემთხვევა არ ყოფილა მაგრამ ეს ყველაზე მწარე იყო. გულის გადაშლა მინდოდა, ყველაფრის მოყოლა დავიწყე ის კი ადგა და უცებ გავარდა, თითქოს დენი დავარტყი, ასეთი რა ჯანდაბა ვუთხარი?

ჰოსოკმა გამაჩერა სანამ უკან გავეკიდებოდი, კარი გადაკეტა და ოთახში ძალით დამაბრუნა.
"მუნჯ ჯონს მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა!"
სერიოზულად ჰოსოკ? ისეთი მნიშვნელოვანი რომ იქვე უნდა წამომხტარიყო, ძირს გადავეგდე და წამებში აორთქლებულიყო?

საწოლზე ფეხებგადაჯვარედინებული ვიჯექი, უცნობ ბიჭზე გაბრაზებული კი ჰოსოკს არ ვცემდი ხმას, რადგან სხვა არავინ მყავდა ვიზეც ჯავრის ამოყრა შემეძლო, მისთვის კი რამე რომ მეთქვა შეიძლება სახლიდან გავეგდე, არც გამიკვირდებოდა. ამიტომ ჩემს პროტესტს უხმოდ გამოვხატავდი და მთელი საღამო სიტყვას არ ვიძახდი.

მუნჯი ჯონის მაისური და ჟაკეტი მეცვა რომელიც ზედმეტ სისწრაფეში დარჩა. ცხვირჩარგული ვიყნოსავდი ნაცნობ და სასიამოვნო სურნელს, თითქოს უკვე მიჩვეული და შეგუებულიც რომ ვიყავი. ყვავილების... გაზაფხულის...
უნებლიედ მისი კოცნა გამახსენდა, პატარა და გემრიელი ტუჩები, ისეთ რაღაცეებს რომ აკეთებდნენ ჩემთან შეხებისას ჭკუა მეკარგებოდა. მისი თბილი ენა ჩემს კისერზე.

საჩვენებელი თითი ტუჩებზე დავიდე და გამახსენდა თუ არა ყველა დეტალი ცხადად თავი ძლიერად გავაქნიე.

- აააააა! - წამოვიყვირე და ფეხზე წამოვდექი, ფიქრების და გრძნობების ჩემში ჩაკვლა უკვე აღარ შემეძლო. - ეს როგორ გავაკეთე? სრულ ჭკუაზე ვარ საერთოდ?
- რა ჯანდაბაა? - შემომძახა ჰოსოკმა რომელიც თურმე საწოლზე იჯდა. - ზედ გადავისხი!

shut the fuck upWhere stories live. Discover now