40. პატარა დემონი.

2.2K 162 288
                                    


14K სიტყვა. კომფორტულად მოკალათდით. 


author's pov

იუნგის ბოლო ორი კვირის განმავლობაში მარტივი დღეები არ ჰქონია, თეჰიონის სიტუცია საეჭვო ფაზაში იყო, ექიმებს კი არაფრის თქმა შეეძლოთ, ვერც იმას ამბობდნენ საწყალი ბიჭის მდგომარეობა სავალალო იყო თუ არცისე მძიმე, ისინიც იუნგისავით დაბნეულნი იყვნენ, ამიტომ მას არც თვის დაიმედება შეეძლო და არც საკმარისი ზომების მიღება. მთელ დღეებს საავადმყოფოში ატარებდა, ყველას ელაპარაკებოდა და განუწყვეტლივ უსვამდა კითხვებს,  თითოეული ადამიანი კი სხვადასხვა ვერსიას აწვდიდა მისი ჯანმრთელობის შესახებ, რაც იუნგის საშინლად აცოფებდა. შიში ჰქონდა რომ ეგოისტი ფულზე დამონებული ექიმების გავლენის ქვეშ მოექცეოდა და გზიდან აუხვევდა. თუმცა აქედან ყველაზე მეტად მას ბატონი ჯონგის სიტყვები დაამახსოვრდა. ამ მამაკაცს სულ რაღაც მესამე თვეა რაც იცნობდა, თუმცა  ყველაზე მეტად ენდობოდა, არიცოდა რატომ, მიზეზი არც სჭირდებოდა უბრალოდ საკუთარ თავშიც გრძნობდა რაღაც ინსტიქტს რაც მიუთითებდა რომ მისთვის მეტად დაეჯერებინა ვიდრე სხვა ექიმებისთვის :

- ვფიქრობ თეჰიონის ორგანიზმის ფუნქციონირება ნორმებს უკვე აღარ ექვემდებარება. - კაცმა საბუთების დასტა ერთად შეაგროვა და ამოიხვეშა. ის და იუნგი ერთ-ერთ ცარიელ, მცირე ზომის ოთახში ისხდნენ, იუნგიმ მაგიდაზე ხელები დააწყო და მისკენ მსუბუქად გადაიხარა.

- ფიქრობთ რომ ამდენს ვეღარ გაუძლებს?- ძლივს გაბედა ამ სიტყვების წარმოთქმისას მამაკაცის თვალებში  ჩახედვა, მაგრამ ამისდა მიუხედავად ბატონმა ჯონგიმ შენიშნა როგორ აეჭიმა უემოციო სახეზე სევდისაგან ბიჭს შავი წარბები.

- ხომ გესმით ბატონო პაკ, როცა ის ავარიაში მოჰყვა ჯერ კიდევ მოზარდი იყო... -  ამ პოზიციაში ვეღარ შეძლო მისი მოსმენა, სკამის საზურგეს მიეყრდნო და სუნთქვა შეიკავა რომ ტირილი არ დაეწყო. - ის ჯერ კიდევ ბავში იყო...

shut the fuck upWhere stories live. Discover now