15. არჩეული მოსწავლეები

2.1K 200 68
                                    



Jungkook's pov

ღმერთს ცხრა სიცოცხლე რომ მოეცა ჩემთვის ვერც ერთში წარმოვიდგენდი რომ ოდესმე პაკ იუნგი გამაღვიძებდა. ერთ მშვენიერ დილას თვალის გახელისას მისი სახე დამხვდებოდა წინ.
თუმცა ეს არც ისეთი მშვენიერი დილაა.

ღამე ჩემს სავარძელში ჩაეძინა, მე კი ზედმეტად დაღლილი ვიყავი იმისთვის რომ მის სახლიდან უჩუმრად გაპარვაზე მეზრუნა, ამიტომ ერთდღიანმა კეთილმა ჯონგუკმა მისივე ნაცემ ბიჭს უფლება მისცა ღამით დიდებული საძინებლით ესარგებლა. (რომლითაც აქამდე არავის უსარგებლი სინამდვილეში.) უბრალოდ კარი გადავკეტე და დასაძინებლად წავედი.

პაკ იუნგიმ ისე შემანჯღრია თითქოს მე ვყოფილიყავი მის სახლში და არა თვითონ, თვალები გავახილე თუ არა მისი დანახვისას კინაღამ ყვირილი დავიწყე.
გამოუფხიზლებელი იმას უფრო დავიჯერებდი რომ ჩემს მოსაკლავად მოვიდა ვიდრე იმას რომ ღამე აქ გაატარა.

- რა ჯანდაბას აკეთებ? - ჩახრინწული ხმით ვკითხე და საბანი ისე ავიფარე თითქოს შიშველს დამინახავდა. - რომელი საათია?
- ექვსი საათია. - უემოციოდ მიპასუხა. - ადექი. სადღაც მივდივართ.
- სად ტრაკში მივდივარ შენთან ერთად დილის ექვს საათზე? - ვუყვირე მობეზრებულმა. - ძილი მაცადე.
- ჯიმინთან მივდივართ რათქმაუნდა. ანგარიში ჯერ კიდევ გასასწორებელი გაქვს.

ეს ჯიმინი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს უნდა ურევდეს? ღამე ძილს არ მაცდიდა, ახლა კი დილაზეც გადავიდა.
ჩემი ნელ-ნელა განადგურების მეტს არაფერს აკეთებდა.
აქამდე სიცოცხლის უფლება როგორ მივეცი?

- საღამოს წავიდეთ. - ჩავიბურტყუნე და მეორე მხარეს გადავბრუნდი.

- უსაქმური გგონივარ? ახლა მივდივართ. მალე ადექი!

- თავი ვინ გგონია ჩემ სახლში ძილს რომ არ მაცდი?

- რასაც გეუბნები ის გააკეთე თუარ გინდა რომ შენს სახლში თავისუფლად დავიწყო სიარული.

shut the fuck upWhere stories live. Discover now