Jimin's pov
- აბა რა ეგონა... - ჩაიბურტყუნა სკოლის ექიმმა.
იფიქრა რომ ვერ გავიგონებდი? ან პირიქით ჩემს გასაგონად თქვა ასე ხმამაღლა?
ყოველშემთხვევაში ყურადღება არ მიმიქცევია, მართლაც რა გეგონა ნეტავ ჯიმინ?
ყინულის ხელში ჭერისგან თითებს უკვე ვეღარ ვგრძნობდი, ვერ ხვდებოდი ყველაზე მეტად სად მტკიოდა, სახეზე თუ მუცელში, ან იქნებ გულში?- უნდა წავიდე, შენ შეგიძლია აქ იწვე სანამ გამომეკეთდები.
ექიმს არც უცდია უკმაყოფილების დამალვა, თითქოს შევაწუხე და საქმეს მოვაცდინე, მიუხედავად იმისა რომ მისი საქმე მოსწავლეების ჯანმრთელობის მეთვალყურეობაა, მე რაიმე გამონაკლისი ვიყავი ? მხოლოდ იმიტომ რომ მხედველობა არ მქონდა ასე უდიერად უნდა მომქცეოდა?!
მაინც რა ადამიანი იყო ასეთი.
ვიზე ლაპარაკობ ჯიმინ ექიმზე თუ იმ ბიჭზე ვინც ამ დღეში ჩაგაგდო?
არც კი ვიცი.
კარის ხმაზე ღრმად ამოვისუნთქე და მოვდუნდი, როგორც ჩანს ექიმი გავიდა.
ნეტავ ოთახში მარტო თუ ვიყავი, სხვისი ხმა არ ისმოდა, მხოლოდ მოშორებით ბავშვების ზუზუნი.
"ყოჩაღ ჯიმინ" - ვუთხარი საკუთარ თავს - " სკოლის პირველივე დღეს მიგბეგვეს".
არაფრის გამო დავისაჯე, ტკივილი მომაყენეს.
ძვლივს შეწყვეტილმა ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა და უნებურად ავქვითინდი, თუმცა როდესაც კარის ხმა გაისმა და ცალი ხელით სასწრაფოდ მოვიწმინდე ცრემლები.
- შეიძლება?
ბოხი და ხავერდოვანი ხმა ლამაზად გაიჭრა სიჩუმეში, თავი აქეთ-იქით მივაბრუნე, თითქოს დავინახავდი ვინიყო.
- მე მეკითხებით? - ამოვილუღლუღე, ხმა ჩამწყდარი მქონდა ტირილისგან.
- კი.
ნაბიჯების ხმა, შემდეგ ჩემი საწოლი ჩაიზნიქა, ნუთუ ოთახში სკამი არ იდგა?
შეშინებული წამოვჯექი საწოლში და ხელები თავდასაცავად გავიშვირე.
- რისთვის მოხვედი?
აკანკალებული თითებით შემთხვევით სხეულს შევეხე. უცნაური სურნელი ვიგრძენი, ნახატების, ახალი ტანსაცმლის, საღებავის...
- დაწყნარდი, - უბრალოდ მითხრა ხმამ, თითქოს არაფერი იყო საშიში.
ხელი რომელიც უცხო ბიჭის მხარზე მედო უკან წამოვიღე. მოსწავლე იყო?
ზედმეტად დაბალი ხმის ტემბრი ჰქონდა, ზრდასრული ადამიანისას ჰგავდა.
საწოლში ყინულის შეკვრის ძებნა დავიწყე რომელიც წამოდგომისას დამივარდა.
- გავიგე რომ კაფეტერიაში ახალი ბიჭი ცემეს, და შენს მოსანახულებლად მოვედი.
უცხო ბიჭმა ხელი დამიჭირა და ყინულიანი შეკვრა მომაწოდა.
- გმადლობ. - გულაჩუყებულმა ვუთხარი და ამოვისლუკუნე. - მადლობა რომ ჩემს სანახავად მოხვედი.
როგორც ჩანს ერთი კეთილი ადამიანი მაინც დადის ამ სკოლაში.
- არაფრის. - უემოციოდ მიპასუხა და მკლავზე შემეხო რომელიც საწოლზე მედო. გრძელი და თბილი თითები ჰქონდა. - მე კიმ თეჰიონი ვარ.
- თეჰიონი - თბილად გავიმეორე. - რა მშვენიერი სახელია.
ხმადაბლა ჩაიცინა, მის სიცილისგან გახარებულს ტკივილი სულ გადამავიწყდა და მეც გავუღიმე, თუმცა მალევე ვინანე, გახეთქილმა ტუჩმა თავი შემახსენა.
ჯანდაბა, არც ვიცოდი ასეთი მტკივნეული თუ იქნებოდა ცემა.
მოვიღუშე.

YOU ARE READING
shut the fuck up
Romanceგაფრთხილება არარის გათვლილი თოთხმეტ წლამდე ბავშვებისთვის. ფიკი შეიძლება შეიცავდეს მძიმე დეტალებსა და სცენებს.