IV

4K 211 40
                                    

Sam's pov:

ვგრძნობდი, რომ გონს ნელ-ნელა მოვდიოდი, თუმცა ყურებში ისევ ის საშინელი წუილი მესმოდა, რომელიც ალბათ მალე დამაყრუებდა. თვალები არ გამიხელია, რადგან ჯერ გონებით გამოფხიზლებას ვცდილობდი.

"სად ვარ? " გამუდმებით ეს ფრაზა მიტრიალებს თავში და საფეთქლებში აუტანელ ტკივილს ვგრნობ. როგორც იქნა დამიბრუნდა აზროვნების უნარი და სამყაროსაც დავუბრიდი, მაგრამ თვალებს ისევ არ ვახელდი, რადგან მეშინოდა.

როდესაც დახუჭულ თვალებზე მზის სხივები მომხვდა მივხვდი, რომ საკნის ნაცვლად განათებულ ოთახში ვიყავი. სხეულის გამოძრავება ვცადე, მაგრამ ვერაფერს გავხდი, რადგან უხეშ სკამზე ვიჯექი და ხელები ზურგს უკან თოკით მქონდა შეკრული. უცბად გავაანალიზე, რომ ძალიან დიდ შარში ვიყავი. ალბათ იდგნენ და ელოდნენ როდის გავიღვიძებდი, რათა ჩემთვის სასჯელი მოეზღოთ.

რა უნდა მექნა, სამუდამოდ ვერ დავიმალებოდი და ვერც თავს მოვიმძინარებდი, საფრთხე მაინც გარაუვალი იყო, ამიტომ ძალა მოვიკრიბე და თვალები ნელ ნელა გავახილე.

ჩემდა გასაკვირად ოთახში მარტო ვიყავი. უცბად მოვავლე თვალები მყუდრო ოთახს და გავიფიქრე, აქ მანამდეც ვყოფილვარ მეთქი, მაგრამ მაშინვე ადგილზე გავიყინე, როდესაც ზურგს უკან ნაბიჯების ხმა მომესმა. სიმწრისგან მუშტები ისე შევკარი, სადაც იყო ჩემი ფრჩხილები საკუთარ ხორცშივე ჩამერჭობოდა. უკან მდგომმა ორი ნაბიჯის შემდეგ სარული შეწყვიტა და გაჩერდა. ყური გაფაციცებით დავუგდე, ხმა არ ამომიღია.

მსუბუქ სუნთქვაზე მივხვდი, რომ ეს ჩემი ზედამხედველი ჯიმინი იყო. მისი სუნთქვა იმ დღეს დავიმახსოვრე, როდესაც შემოწმებაზე გამიყვანა. შვებისაგან ისე ამოვისუნთქე, თითქოს ჩემი მფარველი ანგელოზი ყოფილიყოს და მეც არ ვიცოდი რატომ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ თუ ის იყო უსაფრთხოდ ვიქნებოდი. უნებურად მის მიმართ ნდობა გამიჩნდა, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ვხვდებოდი.

მკაცრი რეჟიმის ციხე || P.J.M (დასრულებული) Where stories live. Discover now