XIV

1.8K 146 61
                                    

Sam's pov:

ჰეროინი
მეტამფეტამინი
დეზომორფინი
ოპიუმი

ეს ნივთიერებები ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

რა შეგრძნებაა როდესაც შენს სხეულში ნარკოტიკული წამალი შედის, შემდეგ კი ის მოქმედებას იწყებს? მე აგიღწერთ, რადგან ამ შეგრძნებას უკვე დიდი ხანია რაც მივეჩვიე.

როდესაც ნარკოტიკს გიკეთებენ, მითუმეტეს თუ ერთ ჯერზე ორ დოზას, თავიდან ყველაფერი ტრიალებს შენს თავში, შემდეგ სასიამოვნო დაღლილობას გრძნობ სხეულში, მოძრაობის და აზროვნების უნარს კარგავ, ყველაფერს იკიდებ და სხვა სამყაროში მიდიხარ, სადაც ძალიან ლამაზი ხედი იშლება შენს თვალწინ, ჩანჩქერის ხმას უსმენ, ცხოველებს უყურებ, რომლებიც შენს გვერდით წვანან და გიღიმიან. ზურგით წვები ლამაზ ფუმფულა ბალახზე, რომელიც დიდ რბილ საწოლს გაგონებს და აღარაფერზე აღარ ფიქრობ. იმ სამყაროს ეთიშები, სადაც ადამიანები შენით ყოველთვის თამაშობენ.

სულ რაღაც თხუთმეტი წუთი მრჩებოდა სცენაზე გასასვლელად, ჰეროინი კი არ უნდა გამეკეთებინა დაუკითხავად. იუნგი რომ ამის შესახებ გაიგებს, ვერ გადავრჩები. მაგრამ დღეს დოზა თავის დროზე არ გამიკთეს და ზუსტად ეს იყო მიზეზი, რატომაც მოვიპარე სამი დოზა და სამივე ვენაში გავუშვი. იუნგის დაცვას თავის მაგივრად პენისი აბავს იმ მხრებზე.

მას შემდეგ, რაც იუნგიმ ტყეში უგონოდ მიპოვა, მის ბინძურ ვილაში მომიყვანა და მაიძულებს, რომ მის ბორდელში სტრიპტიზი ვიცეკვო, საიდანაც უკანაონოდ უზარმაზარ ფულს შოულობს.
ჩემსა და იმ გოგონებს შორის განსხვავება, რომლთა სხეულითაც იუნგი ვაჭრობს ის არის, რომ ჩემს სხეულს ფულზე არ ჰყიდის. არავის აძლევს ჩემთან მოკარების უფლებას, გარადა ბოძზე ჩემი შიშველი ცეკვის ყურებისა, მაგრამ ეს არაფრით განმასხვავებს იმ მეძავებისგან, რომლებიც აქ სხეულით ვაჭრობენ, რადგან მე თვითონ მისი პირადი მეძავი ვარ და როცა უნდა მაშინ იღებს სიამოვნებას ჩემი სხეულით.

მკაცრი რეჟიმის ციხე || P.J.M (დასრულებული) Where stories live. Discover now