XVI

1.6K 126 92
                                    

Author's pov:

მინ იუნგის რეზიდენციაში დიდი და სერიოზული შეხვედრა იგეგმებოდა. მაფიის ლიდერები და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური ფიგურები წელიწადის იმ დროს იკრიბებოდნენ, როდესაც საქმე ძალიან სერიოზულად იყო.

ყველა ის ადამიანი, რომელსაც მაფიოზურ სამყაროში შესაბამისი ძალაუფლება და ადგილი გააჩნდა, ახლა ამ შეხვედრაზე იყრიდა თავს.  ამ ერთ დარბაზში იმხელა ძალა იყო თავმოყრილი, რომელსაც მთელი დედამიწის დატრიალება შეეძლო.

ამ ქვეყნად არ არსებობდა არც ძალა ან არც ადამიანი, რომელიც შეძლებდა მათი სურვილის საწინააღმეგოდ რაიმე გაეკეთებინა. ეს იყო ხალხი, რომელიც თავისი ნების დამოუკიდებლობას მკვლელობებით და ათასი გაიძვერობით იცავდა. მხოლოდ სიკვდილს შეეძლო მათი ნების დამარცხება, ისევე როგორც გენერალი კიმ ნამჯუნი დაადუმა სამუდამოდ.

ეს ხალხი სწორედაც რომ გენერალი კიმ ნამჯუნის მკვლელობის გამო შეიკრიბა, რათა გამოეძიათ მისი სასტიკი მკვლელობის ქეისი და მკვლელებზე შური ეძიათ.

სიმართლე რომ ითქვას, ამ დარბაზში მყოფთაგან ბევრს ფეხებზე ეკიდა ნამჯუნის სიცოცხლის გამოსალმების ამბავი და საერთოდაც იოტისოდენა წყენასაც კი არ გრძნობდნენ მისი სიკვდილის გამო. საქმე იმაში იყო, რომ გენერლის მკვლელობით თავიანთი საქმე გაუფუჭდათ.

ზოგს ნამჯუნთან ფარული კონტრაქტი ჰქონდა, რომლის მიხედვიდაც იგი მათ თავისი ბაზიდან იარაღს აწვდიდა, როცა ამ უკანაკნელს ლეგალურად ვერ შოულობდნენ. ზოგიც გენერალს ციხეში მტერზე მკვლელის მიგზავნისათვის დიდი თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდა. ზოგსაც კიდევ მთავრობაში უწყობდა საქმეს. თუმცა ნამჯუნის მკვლელობით ყველაზე მეტად აქ მყოფი ნარკოტიკებით მოვაჭრე კრიმინალური დაჯგუფებები დაზარალდნენ, რადგან გენერლის წყალობით ციხეებში უზარმაზარი დოზით წამალი შეჰქონდათ, ჰყიდნენ და სოლიდურ თანხასაც შოულობდნენ.

მკაცრი რეჟიმის ციხე || P.J.M (დასრულებული) Where stories live. Discover now