XVII

1.6K 125 73
                                    

Author's pov:

One months ago

უკვე მესამე თვე გადიოდა, რაც ჯიმინი იუნგის დაცვის რიგებში შეიპარა და თავს მისი კლუბის ოფიციანტად ასაღებდა.

ყველა ის გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რაც იუნგის რეზიდენციაში არსებობდა
და ვრცელდებოდა, რასაკვირველია ჯიმინის ყურამდეც ადვილად მიდიოდა. მას უკვე შესწავლილი ჰქონდა როგორც ყველა დოკუმენტი, მასალები, იუნგის საქმეების და ბიზნესების დეტალები, ასევე შესწავლილი ჰყავდა ყველა ის ადამიანი, ვინც მინ იუნგისთან იყო კავშირში.

ერთ დღესაც, როდესაც იუნგის კაბინეტში შეიპარა, კედლების გადასინჯვისას, ლამაზი პეიზაჟის, ნახატის უკან ერთი პატარა ღილაკი იპოვნა, რომლის უკან ორმაგი კედელი აღმოჩნდა. როცა ღილაკს დააწვა, კედელი წამებში მობრუნდა. ჯიმინს თვალწინ პატარა წიგნების თარო გადაეშალა, რომელზეც რამოდენიმე ძველი წიგნი და საქაღალდეები ეწყო. აშკარა იყო, რომ ამ თაროს იუნგი საგულდაგულოდ მალავდა.

ჯიმინმა ბევრი საინტერესო რამ ნახა ამ თაროზე. განსაკუთრებით საინტერესო, იუნგის ძველი დღიური აღმოაჩინა, რომელშიც უამრავი ისეთი ინფორმაცია წაიკითხა, რომლებიც იუნგის განადგურებაში თავისუფლად დაეხმარებოდა.

ჯიმინმა იუნგის დღიური მოიპარა და ისეთ ადგილას წაიღო, სადაც წყნარად, ხელისშეუშლელად შეძლებდა წაკითხვას და ასეთი ადგილი, მისი სამალავი იყო იუნგის რეზიდენციაში. გარდა ამისა სხვა დოკუმენტებიც წამოაყოლა ხელს, რომლებიც იუნგის უკანონო საქმიანობებს ამტიკებდნენ.

დღიურში თავიდან იუნგის მოსაწყენ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ციხეზე და უაზრო საქმიან შეხვედრებზე ეწერა, მაგრამ რაც შემდეგ წაიკითხა, თავიდან დაუჯერებლად მიიჩნია.

Min yoongi
19.05.2017

"პირველად, როდესაც სემი დავინახე, მანქანის საქარე მინიდან, ვიგრძენი, რომ სუნთქვა მეკვროდა და მთელს სხეულში საოცარმა, მტანჯველმა სურვილმა დამიარა იგი ჩემი გამეხადა.

მკაცრი რეჟიმის ციხე || P.J.M (დასრულებული) Where stories live. Discover now