XV

2.6K 168 165
                                    

Author's pov:

უკვე მეორე დღე გადიოდა, მას შემდეგ, რაც იუნგიმ სემი ოთახში ჩაკეტა და როგორც დაჰპირდა, ნარკოტიკის მიწოდება შეუწყვიტა. ორი დღის განმავლობაში სემთან არავის არ უშვებდა და იგი ასე უბრალოდ მიატოვა ყველამ სატანჯველად. იუნგი მას ფაქტიურად სიკვდილისთვის იმეტებდა.

სანამ სემს ბრძოლის ძალ-ღონე შესწევდა, მისი ოთახიდან ყვირილის, ტირილის და გოდების ხმები გამოდიოდა. იგი იტანჯებოდა, რადგან ნარკოტიკი სჭირდებოდა, მაგრამ მისი არავის ესმოდა, არავინ მოდიოდა დასახმარებლად და არც არავის ადარდებდა მისი მდგომარეობა.

ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ცხელი ჰაერი მოძრაობდა, რომლის ოთხ კედელს შუა მხოლოდდამხოლოდ სემის მძიმე სუნთქვა და ტკივილით გაჟღენთილი ოხვრა-ვნესის სუსტი ხმები ისმოდა.

საწოლზე მიბმულს თავი დაბლა ჩაგდებული ჰქონდა, სახეზე სიმწრის ოფლი ასხამდა, შეშუპებული და დასიებული თვალები ცრემლებით და სიძულვილით ჰქონდა სავსე, მთელი დღის ნამტირალევ სახეზე კი წითელ ხაზებად აჩნდა ცრემლების კვალი. სახეზე ნაცრისფერი ედო, ტუჩები დამსკდარი და მშრალი ჰქონდა, მკერდი მოუსვენრობისგან ხშირი სიჩქარით აუდიოდა და ჩამოუდიოდა. თვალების ქუთუთოებზე უზარმაზარი ლოდებივით აწვა სიმძიმე.

წარმოდგენაც კი შეუძლებელია, თუ რამხელა ტანჯვას იტანდა ახლა სემი. ნარკომანს სიკვდილი ურჩევნია ახალი დოზის არ მიღებას, რადგან ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამინი უკონტროლოა.

იგი გათიშული ეგდო საწოლზე, სიკვდილის პირას მისული და მხოლოდ იმას ნატრობდა, რომ ახლა იარაღი ჰქონოდა, რათა თავის მოკვლა შეძლებოდა.

სწორედ ამ დროს, ოთახში ნიღბიანი კაცი შემოვიდა ხელში ლანგრით. მისი სახე საერთოდ არ ჩანდა სიცარიელეში, რადგან „ვენდეტას" გამოსახულების ნიღაბი მთლიანად უფარავდა სახეს, გრძელი თმა უკან კუდად ჰქონდა შეკრული და სუფთა ოფიციანტის ტანსაცმელი ეცვა. ადვილი მისახვედრია, რომ ის იუნგის სტრიპტის კლუბის ერთ-ერთი მიმტანთაგანია, რადგან იქ მიმტანები ზუსტად ამ უნიფორმას ატარებენ.

მკაცრი რეჟიმის ციხე || P.J.M (დასრულებული) Where stories live. Discover now