XVIII

1.2K 126 108
                                    

Author's pov:

იმ დღის შემდეგ, როდესაც სამანტა გადაჭარბებული ოვერდოზის გამო ლამის დაიღუპა, იუნგი შეშინდა და მის რეაბილიტაციაზე ზრუნვა დაიწყო. ქვეყნის ყველაზე ცნობილი ექიმები ჩარია საქმეში და ყველაფერი გააკეთა, რომ სემი პროფესიონალების ხელში აღმოჩენილიყო.

სამი თვის განმავლობაში სემს გარს ეხვია უამრავი ექიმი და ექთანი, რომლებიც ცდილობდნენ მისი ორგანიზმისთვის ნარკოტიკზე სტიმულაცია და დამოკიდებულება გადაეჩვიათ. ექიმების მიზანი იყო გამოეწოვათ ის შხამი, რომელიც სამანტას ორგანიზმში ამდენი ხანი ბუდობდა.

საბრალო გოგოსთვის საერთოდ არ იყო ადვილი მკურნალობა. წამება იყო ეს ყოველივე მისთვის, რადგან მკურნალობის პროცესში ჯოჯოხეთს გადიოდა.

ცალკე იმით იყო შეწუხებული, რომ ვერაფრით ვერ ხვდებოდა იუნგის მოქმედებების მნიშვნელობას. ჯერ იზრუნა, რომ ნარკომანი გაეხადა, ახლა კი მის გამოჯანმრთელებას რატომ ცდილობდა?

ვერ ხვდებოდა რა უნდოდა ამ კაცს მისგან. ან რატომ ტანჯავდა, ან რატომ ზრუნავდა მასზზე.
მაგრამ ერთი კი იცოდა, რომ იგი ავადმყოფი იყო, ფსიქოპათი, რომელსაც თავისი ცხოვრება არ გააჩნია და სხვა ადამიანების ცხოვრებით ერთობა.

ბოლო ერთი თვე სემი თავს კარგად გრძნობდა. აღარ ეუფლებოდა ნარკოტიკების მიღების სურვილი და ეს უხაროდა. ექიმები, მასთან ერთად, თავგამოდებით იბრძოდნენ, რომ გოგო ბოლომდე გამოეჯამრთელებინათ და შედეგსაც აღწევდნენ. ერთი წუთითაც კი არ შორდებოდნენ პაციენტს და ყველაფერს აკეთებდნენ მისი სრული რებილიტაციისათვის.

***

იუნგი თავის კაბინეტში გორგოლაჭებიან მაღალ სკამზე იჯდა ჩაფიქრებული. ბოლო დროს სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო და მის შესასრულებლად საჭირო მოქმედებებზე ფიქრობდა.

გადაწყვიტა, რომ სამატნა ცოლად შეერთო. უნდოდა ოჯახი შეექმნა და შვილები გაეჩინა. უკვე ოცდაათ წელს უკაკუნებდა და ეს სერიოზულ ამბად მიაჩნდა.

მკაცრი რეჟიმის ციხე || P.J.M (დასრულებული) Where stories live. Discover now