Jimin's pov:
სიბრაზისაგან აალებული სახით მივარღვევდი გზას იუნგის კაბინეტისკენ და თან დაუოკებელი და დაუკმაყოფილებელი ერექცია თავში მირტყამდა.
იუნგის კაბინეტის კარი ისე უხეშად გამოვგლიჯე, ლამის მოვანგრიე და მაგრად ჯახუნით დავხურე. სატანამ უშფოთველად ამომხედა თავისი სავარძლიდან და მგიდაზე ხელები დაალაგა. რაღაც რიგზე არ იყო, რადგან უჩვეულოდ წყნარად იჯდა და მიყურებდა.
მის მზერაში დამცინავი ტონი იგრძნობოდა, თითქოს იცოდა რასაც ვაკეთებდი და ეს რომ გამაწყვეიტინა ძალიან კმაყოფილი იყო.
- რახდება იუნგი! ასეთი საჩქარო რა იყო, რომ თქმა ვერ მოიცდიდა!? - გაღიზიანებული ტონით მივმართე, რაზეც მის მზერაში ზიზღი ნათლად გამოკრთა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- და შენ რას აკეთებდი ასეთს, რომ მისი მიტოვება და ჩემს დაძახებულზე მოსვლა გაგიჭირდა? - კითხვა ურცხვად შემომიბრუნა და ნატიფი თითებით კალამი ათაამაშა.
- პატიმარს ჩადენილ დანაშაულზე სასჯელს ვუწესებდი - იმწამსვე ვუპასუხე კითხავზე, რადგან მას ძალიან კარგად ვიცნობდი. მის გამომწვევ ინტერესიან მზერას თვალს არ ვაშორებდი, რომელიც ჩემსკენ იყო მიმართული.
- ხომ იცი, რომ ვერაფერს მომატყუებ ან დამიმალავ - გამომცდელად მითხრა და ეჭვის თვალი მომავლო. ვიცი იუნგი, რომ შენ თვალები ყველგან გაქვს და როდის ვისაქმებ ან ვმასტურბირებ ისიც კი გეცოდინება, გავიფიქრე და ტუჩები სიმწრისგან ამიცახცახდა.
- ვიცი იუნგი.. პირდაპირ საქმეზე გადადი, ნუღა აყოვნებ! - რაც შემეძლო მშვიდად ვუპასუხე და ინტერესით შევხედე.
- ჯიმინ, შენ ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოადგილე ხარ და ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ვიღაც პატარა გოგოს გამო ჩემს სურვილებს პატივი არ ეცი.. - მითხრა თუ არა, ადგილზე გავშრი და წამით მუხლეში ელვის გავლება ვიგრძენი.
YOU ARE READING
მკაცრი რეჟიმის ციხე || P.J.M (დასრულებული)
Fanfictionმკაცრი რეჟიმის ციხე ქალთა სასჯელაღმასრულებელი ჯოჯოხეთია დედამიწაზე, სადაც ორი მამაკაცი ერთი ქალისათვის ერთმანეთს სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძვის. სიყვარული გაიმარჯვებს თუ ბოროტება, საიდუმლოებით არის მოცული. ____________________________________________...