XIX

1.2K 126 89
                                    

Author's pov:

ქორწილამდე სულ რაღაც ერთი ღამე რჩებოდა.

ღამის ორი საათი იყო, სამანტა თავის ოთახში, სარკის წინ იჯდა ჩაფიქრებული და მის უკან, სწოლზე მიფენილ ლამაზ თეთრ საქორწილო კაბაზე ჰქონდა თვალი გაშტერებული.

ყოველთვის ნათელ ფერებში წარმოიდგენდა მის ქორწილს. როგორი ბედნიერი იყო მაშინ, ახლა კი იმ ადამიანს მიჰყვებოდა ცოლად, რომელმაც მთელი ცხოვრება აწამა და მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა მისი ცოლად შერთვა, როცა ორი თვის უბადრუკი სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი.

იუნგი კვდებოდა, მაგრამ სამანტას დარჩენილ სიცოცხლეში მოუშორებელი დაღის დასმა მისი საბოლოო მიზანი იყო. უნდოდა მის ქვრივად, მისი მემკვიდრის მარტოხელა დედად ექცია.

სემი ფიქრობდა, თუ როგორ ძალიან დაიღალა იმ წინააღმდეგობებით, რომლებსაც ამ ხნის მანძილზე იუნგის ქმედებებს უწევდა, მაგრამ ყოველი მათგანი ბოლოს მაინც ფუჭი აღმოჩნდა.

სემმა იცოდა, რომ იუნგის არასდროს აპატიებდა იმ ყველაფერს, რაც მან დამართა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევას აღარ აპირებდა. აღარ უნდოდა, ისედაც რთული ცხოვრება, უარესად გაერთულებინა. იცოდა, რომ იუნგი ისედაც იმას გააკეთებდა, რასაც მოინდომებდა, მის წინააღმდეგობებს კი, აზრი არ ჰქონდა.

უცბად ფიქრებიდან გამოერკვია და ფეხზე წამოდგა. გაახსენდა, რომ ნახევარი საათის წინ კანსუს სთხოვა, აბაზანაში ჩამსხვრეული სარკე გამოეცვალა, რადგან გულს უზარავდა გატეხილ სარკეში ყურება.

ოთახიდან გავიდა და კანსუს მოსაძებნად პირველ სართულზე, ჰოლში ჩავიდა. კიბეზე უეცრად თავბრუსხვევა იგრძნო და თავის შესაკავებლად მოაჯირს ჩაეჭიდა. უცნაური წინათგრძნობა ეუფლებოდა, ტანში მოულოდნელობის ცივი ჟრუანტელი უვლიდა.

თავი სწრაფად აიყვანა ხელში, დაბუჟებული ფეხები გადაადგა და ქვედა სართულს მიაღწია. ორი დაცვა კართან იდგა, მაგრამ დანარჩენები არსად ჩანდნენ, კანსუც მათ შორის.

მკაცრი რეჟიმის ციხე || P.J.M (დასრულებული) Where stories live. Discover now