Author's pov:
ექიმი იუნგის ნემსს უკეთებდა.
ბიჭს ყველა კუნთი, ყველა აზრი და ყველა ნერვი ისე დაეძაბა, რომ ცახცახმა აიტანა. სწორედ ამ დროს, ტორსზე ექიმ ლის გახურებული ხელისგული იგრძნო.- შეგიძლით გადმობრუნდეთ - უთხრა ექიმმა და ცარიელი შპრიცი, რეზინის ერთჯერად ხელთათმანებთან ერთად, ნაგვის ყუთში ჩააგდო.
- გმადლობ სემ - უპასუხა და ნელ-ნელა წამოჯდა.
- ბატონო მინ, უკვე ბევრჯერ გაგიმეორეთ, რომ სხვაში გეშლებით, მე სამანტა არ მქვია. იქნებ ფსიქოლოგთან ვიზიტზე ჩაგწეროთ? - ხმამაღლა ამოიხვნეშა ექიმმა ლიმ და კისერზე ჩამოვარდნილი მოკლე თმა შეისწორა.
- მაშინ ამიხსენი, რატომ გავხარ მას ორეულივით? - გაცხარებული ტონით ნათქვამი გამოუვიდა იუნგის, რადგან მოთმინებიდან უკვე დიდი ხნის გამოსული იყო და მშვიდად ლაპარაკი აღარ შეეძლო.
- არ ვიცი, რაზე ლაპარაკობთ იუნგი. ქალს სახელად სამანტას, არავის ვიცნობ.
- შენ არ იცი, რას ლაპარაკობ. უეჭველად რაღაც დაგემართა სროლის შემდეგ და მეხსიერება დაკარგე.. აღარ გახსოვს ვინ ხარ სინამდვილეში - უემოციოდ გააქნია თავი ბიჭმა და ექიმ ლის თვალებში შეხედა. არ იჯერებდა, რომ მის წინაშე სამანტა არ იდგა.
- მაშინებთ.. - ექიმი გაფართოვებული თვალებით მოშორდა პაციენტის საწოლს.
- სხვა შემთხვევაში, ეს უბრალოდ თამაშია და ჩემს გასულელებას ცდილობ სემ.
- თქვენ ფსიქოლოგი კი არა, ფსიქიატრი გჭირდებათ. ჩემს კოლეგას, ჩან ვუკს დავურეკავ, სეულში საუკეთესო ფსიქიატრია - თქვა გოგომ დარწმუნებით და თავი დააქნია - თქვენ ფსიქიატრი აუცილებლად გჭირდებათ.
- მე გიჟი არ ვარ. არც ფსიქოლოგი მჭირდება და არც ფსიქიატრი. გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვას არ ვუჩივი..
ექიმი ლი უარესად დაიბნა. ასეთი შემთხვევა, პრაქტიკაში ჯერ არ ჰქონია. ერთის მხრივ, დარწმუნებული იყო, რომ მის პაციენტს მენტალური პრობლემები ჰქონდა, თუმცა მისი გამართული საუბრის მანერა და შესანიშნავი აზროვნების უნარი, საპირისპიროს უმტიცებდნენ.
YOU ARE READING
მკაცრი რეჟიმის ციხე || P.J.M (დასრულებული)
Fanficმკაცრი რეჟიმის ციხე ქალთა სასჯელაღმასრულებელი ჯოჯოხეთია დედამიწაზე, სადაც ორი მამაკაცი ერთი ქალისათვის ერთმანეთს სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძვის. სიყვარული გაიმარჯვებს თუ ბოროტება, საიდუმლოებით არის მოცული. ____________________________________________...