XII

3.1K 167 86
                                    

Sam's pov:

მე და ჯიმინი სიამოვნების ზენიტში ვიყავით, როდესაც უეცრად გარედან სროლის ხმები შემოგვესმა. დავიკივლე და ჯიმინს რაც შემეძლო მჭიდროდ მივეკარი.

ტყვიები ჩვენი საძინებლის ფანჯარას მოხვდა და მინა მთლიანად შემოიფშვნა, რომლის ნამსხვრევები საწოლზე დაიყარა.
ჯიმინი გადამეფარა და ზემოდან გადმომაწვა, რათა ნამსხვრევებისა და ტყვიებისაგან დავეცავი.

- ღმერთო ჩემო რა ხდება? - ვიკივლე კანკალით და ჯიმინს შიშისგან მჭიდროდ მივეკარი

- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება - ჩამჩურჩულა ჯიმინმა და ტუჩებში მაგრად მაკოცა.

ეს კოცნა ნამდვილად არ გავდა ჩვეულებრივ კოცნას, ეს კოცნა იყო სასოწარკვეთილების კოცნა, რომელიც ორი ადამიანის სულ მალე განშორებას მოასწავებდა.

გარედან საშინელი ხმები შემოდიოდა, ძაღლის ყეფის, მამაკაცების ყვირილის და იარაღების გადატენვის ხმები არ წყდებოდა.

- სახლში შედით!

- დროზე!

- სწრაფად იმოქმედეთ!

ისმოდა მათი საზარელი
ყვირილი.

როდესაც სროლა შეწყდა ჯიმინი საოცარი სიფრთხილით წამოდგა, სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი და გაფითრებული სახით შემომხედა.

- ჩაიცვი პატარავ, სწრაფად, აქედან უნდა გავიქცეთ! - ხშირი სუნთთქვით მოვარდა ჩემთან, თავზე ხელი გადამისვა და ტუჩზე მოწყვეტით მაკოცა შოკიდან რომ გამოვეყვანე

- ძალიან მეშინია ჯიმინ.. - ამოვიტირე საცოდავად და მის მკლავებს მძლავრად მოვეჭიდე

- ახლა მოდუნების დრო არ არის სემ, სწრაფად უნდა გავიქცეთ! - სიჩქარისაგან და ნერვიულობისაგან ხელები უკანკალებდა

- გთხოვ მითხარი, რომ ეს ის არ არის, ვინც მე მგონია - ხმა ჩამიწყდა და ტუჩები ამიკანკალდა, როგორც კი მივხვდი ყველაფერს

მკაცრი რეჟიმის ციხე || P.J.M (დასრულებული) Where stories live. Discover now