XXIII

1.4K 128 61
                                    

Author's pov:

ჯეონ ჯონგუკთან დაკავშირება ძნელი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ საგანგებო შემთხვევისათვის გამონახული თვითმფრინავი კვლავ დათქმულ ადგილზე იმყოფებოდა.

ჯიმინის და სამანტას წასაყვანად ჯეონმა თავისი კბილებამდე შეიარაღებული ორი კაცი გამოგზავნა.

სანამ მოხუცების სახლს დატოვებდნენ, სემმა მთელი ფული, რაც თან ჰქონდა და ასევე მანქანაც, მათ დაუტოვა.

სიტუაცია დაძაბვის გარეშე, მშვიდად წარიმართა, მაგრამ სემი ისე ძალიან ნერვიულობდა, რომ შიშისგან სახეზე მკვდრის ფერი ედო და ტუჩები სულ გალურჯებული ჰქონდა. მანქანაში დაძაბული იჯდა და თმის თითოეული ღერიდან დაწყებული ფეხის თითებამდე დამთავრებული, სხეულის ყოველი ნაწილი უკანკალებდა.

როდესაც ზურგს უკან ჯიმინის ხელები იგრძნო დამშვიდდა.
ბიჭი ზურგიდან მთლიანად მიეკრო და ორივე ხელი წელზე მჭიდროდ შემოჰხვია. როგორც კი ბიჭი შეეხო, სემმა იგრძნო, რომ დაძაბულობა ნელ-ნელა ტოვებდა მის სხეულს.

- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება - დაიჩურჩულა ჯიმინმა მის ყურთან და სახე სამანტას კისერში ჩამალა.

- ჯიმინ.. - სემმა საშინლად აკანკალებული ხმა ამოუშვა და გული შეეკუმშა.

- რა მოხდა? - ბიჭმა თავი ზემოთ ამოსწია და დაძაბული მზერით გადახედა გაფითრებულ გოგოს.

- საშინელი წინათგრძნობა მაქვს.. არ მომწონს ეს საეჭვო სიჩუმე.. - სემმა თავი ვეღარ შეიკავა და ჯიმინის მკლავებში ატირდა.

- არა, ნუ გეშინია. ეს უბრალოდ ადრინდელი შიშებია. ვიცი, რომ მშვიდობით ჩავალთ დათქმულ ადგილას, ამას გპირდები - შუბლზე აკოცა მის მკლავებში შიშისგან მოკანკალე სუსტ და დაუცველ სხეულს.

- მეშინია.. ძალიან მეშინია ჯიმინ.

- ნუ გეშინია, ამჯერად შენს დაკარგვას აღარ დავუშვებ.

მკაცრი რეჟიმის ციხე || P.J.M (დასრულებული) Where stories live. Discover now