IX

3.7K 217 92
                                    

Author's pov:

სულ რაღაც ორი დღე გავიდა იმ დღიდან, როდესაც ჯიმინმა სამანტა ციხიდან წამოიყვანა. გოგო საშინლად ჯიუტობდა და ჯიმინს ერთი იარდის დაშორებითაც კი არ იკარებდა. დაინახავდა თუ არა მას, მაშინვე წამოდგებოდა და სხვა ოთახში ისტერიკული ნაბიჯებით მირბოდა.

ჯიმინი რასაკვირველია ითმენდა მის ამ სიჯიუტეს და ახირებულ სიძულვილს, თუმცა მამაკაცის მოთმინებას ფართო საზღვრები არ გააჩნია.

მესამე დღეც გათენდა.
სამანტა საწოლიდან წამოიწია და თვალები მოისრისა. აივნიდან შემოსული მზის სხივები რძისფერ ფარდაში გამოსჭვიოდა და მთელს ოთახს ეფინებოდა.

ჯიმინს ცალკე ოთახში ეძინა, რადგან სემმა უფლება არ მისცა მასთან ერთად დაეძინა.

მისი ოთახი პატარა და მოკრძალებული იყო. შუაში ვარდისფერი საწოლი იდგა, რომლის მარცხნივ ტანსაცმელების კარადა და სააბაზანო იყო, მარჯვნივ კი პატარა ტუმბო და წიგნის კარადა. სააბაზანოდან მარჯვნივ დიდი ლამაზი ხის მაგიდა იდგა, რომელსაც ასევე დიდი სარკე ამშვენებდა. აქ სემს კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები ეწყო. ყველაფერი ეს ჯიმინმა უყიდა მისი თხოვნის გარეშე. ოთახი სადა და ღია ვარდისფერში იყო გაწყობილი, რომელსაც თეთრი, კრემისფერი, ეხამებოდა.

სემმა ოთახი მომაბეზრებელი ტონით მოათვალიერა და საწოლიდან ცხოვრებას მოძულებული ადამიანივით წამოიზლაზნა.

აივნის კარი გააღო თუ არა, მსუბუქმა ნიავმა ბუმბულივით თხელი ფარდები ააფრიალა და სახეზე შეჰბერა. გარეთ საოცარი ამინდი იყო, მზის თბილი სხივები ანათებდა გატოტილ ხეებს და მოჭიკჭკე ჩიტები სასიამოვნო ხმას გამოსცემდნენ.

სემმა აივნიდან გადაიხედა და ტერასაზე მჯდომ ჯიმინს მოჰკრა თავლი, რომელიც დიდი ჭიქით ყავას სვამდა და წიგნს კითხულობდა. როგორ შეუძლია ასე უდარდელად იცხოვროს ადამიანთან, რომელსაც სძულს, გაიფიქრა სემმა და აივანს მოშორდა. ჯიმინის ცქერას მისთვის ყოველთვის გამაღიზიანებელი და არასასიამოვნო გრძნობები მოჰყვებოდა.

მკაცრი რეჟიმის ციხე || P.J.M (დასრულებული) Where stories live. Discover now