XXIV

1K 102 46
                                    

Author's pov:

საავადმყოფოს მძლავრგანათებიანი შუქი იუნგის პირდაპირ თვალის გუგებზე აწვებოდა და მათ საშინელ წვას იწვევდა. ბიჭს ეგონა, რომ მის თვალებთან ორასვოლტიანი ფანარი ჰქონდათ მიშვერილი და გაუნძრევლად ელოდებოდნენ, რა მოხდებოდა.

ეცადა, რომ თვალები დაეხუჭა და ასე გაქცეოდა მძლავრ განათებას, რომელიც თითქმის აბრმავებდა კიდეც და მის ტვინს აიძულებდა, რომ შემაწუხებელი თეთრი გამოსახულება თავში გამუდმებით ებრუნებინა, მაგრამ განათება იმდენად მლავრი იყო, რომ დახუჭულ ქუთუთოებშიც კი აღწევდა.

გონება დაძაბა და ეცადა გამოეცნო, რა ხდებოდა. ნუთუ უკვე მოკვდა და საავადმყოფოს ეს გულისშემძრწუნებელი ინტერიერი მის წარმოსახვაში ტრიალებდა ავისმომასწავებლად.

ვერაფრით ახერხებდა ამ კითხვებზე პასუხის გაცემას და იმაზე ფიქრს, თუ რა ხდებოდა ახლა მის თავს. მხოლოდ ის შეეძლო, რომ მკვეთრ სინათლეზე უფლება მიეცა მისი მხედველობის გაუარესება გამაღიზიანებლად გაეგრძელებინა.

იუნგი შეწუხდა, რომ ვერაფრის მომოქმედებას ახერხებდა ამ დამაბრმავებელ სინათლის წინააღმდეგ, ამიტომ იმ მიზნით, რომ ვინმე დახმარებას გაუწევდა, ხმამაღლა ამოიოხრა
- მომაშორეთ ეს სინათლე.. - საკუთარ სიტყვებში გაარჩია, რომ ენა ებმოდა და მეტად ხმა აღარ ამოუღია.

ვეღარც იმას იხსენებდა, თუ როგორ მოხვდა აქ, თეთრ ქათქათა პალატაში, სადაც საწოლის თავთან, სადაც თვითონ იწვა, სანიტარული ნივთები, ჭრილობის გადხვევისათვის აუცილებელი ბინტები და სხვა უამრავი სამედიცინო მასალა ეწყო.

- ექიმო ლი, პაციენტი გონს მოვიდა - გაიგონა ხმადაბალი და თითქმის მონოტონური ხმა, რომელმაც რატომღაც მისი ნერვის გაღიზიანება გამოიწვია.

წამის მეასედში, როგორც იქნა, მოაშორეს თვალებიდან ის საშინელი განათება. იუნგიმ ოდნავ წამოსწია თავი და ეცადა გარშემო მიმოეხედა. ხედავდა, რომ ოთახში სამი ან ოთხი ადამიანი იდგა, მათი ტანისამოსი კი სულ თეთრი იყო. მალევე მიხვდა, რომ მათ  სამედიცინო ხალათები ეცვათ.

მკაცრი რეჟიმის ციხე || P.J.M (დასრულებული) Where stories live. Discover now