XXV

1.2K 110 86
                                    

Author's pov:

დედამიწაზე არ არსებობს სასაფლაოზე ჩუმი და მშვიდი ადგილი.

ჯიმინი წითელი ვარდებით ხელში იდგა საფლავზე და უსმენდა ქარის ხმას. ირგვლივ ისეთი დამაყრუებელი სიჩუმე იდგა, რომ ბიჭს იქ ყოფნა საშინელ დისკომფორტს უქმნიდა.

დაიხარა და საფლავზე ვარდები დააწყო. დიდხანს უყურებდა იმ ადამიანის სახელს ქვაზე, რომელიც ახლა ამ საფლავში იწვა და ყოველ მოგონებას იხსენებდა, რომელიც მასზზე გააჩნდა.

მოგონებებმა ერთიანად შემოუტიეს  ბიჭს და თავ-გზა სულ მთლიანად აურიეს. მეტად რომ აღარ უნდოდა ამ ყველაფერზე ფიქრი, უთქმელად დაემშვიდობა გარდაცვლილს და წამოვიდა.

ჯიმინმა ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩაიწყო და დამშვიდებული გამოვიდა სასაფლაოდან. ისეთი ცივი ქარი ქროდა, რომ სულ ძვლებში ატანდა სიცივე. შემოდგომა იწურებოდა.

სახლისკენ წამოვიდა ჯიმინი. გზაში განაბული უსმენდა შემოდგომის გამხმარი ფოთლების ხრაშუნს მისი ფეხსაცმელების ქვეშ. ღრმად ამოიოხრა და გზად სუპერმარკეტში შეიარა. ყველა საჭირო პროდუქტი შეიძინა და სახლისკენ წავიდა.

ჯიმინი ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილი და ლამაზი აპარტამენტების ბინაში ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად. ცოლი და სამი წლის უსაყვარლესი ბიჭუნა ჰყავდა. მისი მეუღლე მეორეზეც კი იყო ფეხმძიმედ, უკვე მეშვიდე თვეში. ჯიმინი იმედოვნებდა, რომ ამ ჯერზე, ეს მისი პატარა პრინცესა იქნებოდა.  ყოველთვის უნდოდა გოგო, რომელიც "მას"
დაემგვანებოდა.

ფიქრებში გადაჭრილი ჯიმინი სადარბაზოში შეჩერდა, ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა და მის ჩამოსვლას დაელოდა. როდესაც მისი აპარტმენტის კართან მივიდა და ციფრული კოდი შეიყვანა, თან გაეღიმა, რადგან იცოდა, რომ სახლში ტკბილი ცოლ-შვილი ელოდებოდა.

- მამიკო მოვიდაა.. - გაიგონა მხიარული შეძახილი, როდესაც კარი შეაღო და სახლში შევიდა.
ჯიმინმა პროდუქტებით სავსე პარკები სამზარეულოს მაგიდაზე დაალაგა და ქურთუკი საკიდზე დაკიდა.

მკაცრი რეჟიმის ციხე || P.J.M (დასრულებული) Where stories live. Discover now