XXII

1.2K 128 72
                                    

Author's pov:

ჯიმინი ერთადგილას იდგა, არ ინძრეოდა და სამანტას დაჟინებით მიშტერებოდა. დაბნეული იყო და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ნაბიჯი უკან გადადგა და სხვა მხარეს გაიხედა.

სემს ნაღვლიანად გაეღიმა და საწოლზე ჩამოჯდა. ცოტაარიყოს, გულში წყენა შეეპარა, მისი ამ ქცევის გამო, მაგრამ მიხვდა, რომ იმაზე ძლიერად უყვარდა, ვიდრე ოდესმე ჰყვარებია.

ჯიმინი ოდნავ შებარბაცდა და შესაშველებლად ხელი ხის დიდ მაგდას ჩასჭიდა. გახსნილი პერანგიდან წელზე, ჭრილობაზე, შემოხვეული ბინტი მკაფიოდ თვალშისაცემად გამოიყურებოდა.

სამანტა სწრაფად წამოდგა საწოლიდან და მისკენ ხელები გაიშვირა, რომ დაეჭირა. ეშინოდა არ წაქცეულიყო, თუმცა ხელები ჰაერში გაუშეშდა და სახეზე შეყინულ ემოციასთან ერთად, მკლავები დაბლა დაუშვა.

- დაჯექი, შენი ფეხზე დგომა არ შეიძლება. ჭრილობა გაგეხსნება.. - გოგო საწოლიდან მოშორებით დადგა და დაელოდა, როდის ჩამოჯდებოდა მასზზე ჯიმინი.

ტკივილისგან შეწუხებული ბიჭი, ოდნავი ყოყმანის შემდეგ ჩამოჯდა საწოლზე და ხელებით საკუთარ მუხლებს დაეყრდნო, თავი დაბლა დახარა და ჩუმად დარჩა.

სამანტა ვეღარ უძლებდა ოთახში ყოფნას, სახე გულში არსებული ტკივილისგან მოექურფა. ტირილი უნდოდა, მაგარმ მის წინაშე არ იტრებდა, ამას არ იზამდა. კარისკენ მიბრუნდა და ხელი სახელურს ჩაავლო, მაგრამ მოულოდნელად ჯიმინის ნათქვამმა ადგილზე შეაჩერა

- რა მოხდა? - თქვა ისე, რომ ზემოთ არ ამოუხედავს.

სემი მისკენ არ შებრუნებულა, უბრალოდ არაფრისმთქმელი პასუხი გასცა
- გასაკუთრებული არაფერი.

- როგორ თუ განსაკუთრებული არაფერი? - ჯიმინმა მის ზურგს შეხედა - ცოლად გაყევი? - ამ მოულოდნელმა კითხვამ სემი ადგილზე შეაკრთო და აიძულა მისთვის შეეხედა. გოგოს სახეზე სრულიად უემოციო, გაყინული გამომეტყველება ეხატა.

მკაცრი რეჟიმის ციხე || P.J.M (დასრულებული) Where stories live. Discover now