Sam"s pov:
აცახცახებული ვიდექი ამ მონსტრის წინაშე, რომელიც ისე მათვალიერებდა, თითქოს ახლად ჩამოსული საქონელი ვყოფილიყავი.
რამოდენიმე წრე მომარტყა და თავიდან ფეხებამდე შემამოწმა.
რა უნდა ჩემგან, ამ ციხეში გოგონების მეტი რა არის, მაინცდამაინც მე რატომ დამადგა თვალი. კანკალს ვერ ვწყვეტდდი ისე მეშინოდა.- ესეიგი ჯიმინს ემუდარებოდი, რომ ჩემთან არ გამოეშვი არა? - უცბად მომესმა მისი შემაძრწუნებული ბოხი ხმა.
შევკრთი და ყურებამდე გავწითლდი. ეს საიდან იცის?
ის რა გვითვალთვალებდა?!
არ ვიცოდი რა მეპასუხა, რადგან თუ კის ვუპასუხებდი, თავს ცუდ დღეში ჩავიგდბდი, ხოლო თუ არას ვუპასუხებდი, ტყუილში გამომიჭერდა. ალბათ მცდის, გავიფიქრე და დაბლა ჩაგდებული თავი ამოვწიე- დიახ, რადგან თქვენი მეშინია..- ხმის კანკალით ვუპასუხე და ამჯერად თვალები ძირს დავხარე, რადგან ვერ ვბედავდი სახეში შეხედვას. გავიგონე როგორ ჩაიცინა.
- ადრე რომ მოსულიყავი ჩემთან, ახლა ასეთ მძიმე სასჯელს არ მოგისჯიდი - ისე უდარდელად მითხრა, თითქოს ცხოველზე ლაპარაკობდეს და არა ადამიანზე. კვლავ დავდუმდი და საფეთქლებში წვა ვიგრძენი.
- გთხოვთ..- მხოლოდ ამ სიტვის თქმა შევძელი, რადგან ენა ჩამიწყდა და სიტყვებიც არ მქონდა, რის თქმასაც შევძლებდი. მეშინოდა ისეთი რამე არ წამომეროშა, რაც ჩემს მდგომარეობას უარესად დაამძიმებდა.
- რას მთხოვ? - გავიგე იუნგის დამცინავი ტონი .
- არაფერი დამიშავოთ..- თვალები ერთმანეთს დავაჭრე, ძლივს სიმამაცე მოვიკრიბე და ვუთხარი.
- რატომ? ჩემთვის განსაკუთრებული ვინმე ხარ, რომ შენი თხოვნა შევასრულო? - მორჩა, ამ კაცის ხელში ვერ გადავრჩები. განაჩენი გამოვუტანე საკუთარ თავს.
- არა..მე..- დავიბლუკე და თავი ისევ დაბლა დავხარე
- თვალებში შემომხედე, როცა გელაპარაკები! - როდესაც ვცდილობდი გონება არ წამსვლოდა, ზუსტად მაშინ გავიგონე იუნგის მკაცრი ხმა.
იმ წამსვე ავწიე თავი და მის თვალებს მივაშტერდი.
ვუყურებდი და ვერც ერთი წამის მეოთხედიდაც კი ვერ დავინახე მის თვალებში ადამიანური გრძნობის ნაპერწკალი.
YOU ARE READING
მკაცრი რეჟიმის ციხე || P.J.M (დასრულებული)
Fanficმკაცრი რეჟიმის ციხე ქალთა სასჯელაღმასრულებელი ჯოჯოხეთია დედამიწაზე, სადაც ორი მამაკაცი ერთი ქალისათვის ერთმანეთს სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძვის. სიყვარული გაიმარჯვებს თუ ბოროტება, საიდუმლოებით არის მოცული. ____________________________________________...