11

42 2 0
                                    

"რა?"გახსნილი კარიდან შემოსულმა სინათლემ თვალი მოსჭრა

" ჯიმინთან არის"

"..."

"ვარდისფერთმიან ბიჭთან, რომელმაც წაიყვანა" ჰოსოკი კარის ზღურბლს  მსუბუქი ნაბიჯებით მოშორდა და ჩაბნელებულ ოთახში შეაბიჯა

"არ ვიცი რაზე ლაპარაკობ და გაეთრიე" ყელი საშინლად ეწვოდა, ყოველი ჩასუნთქვა და მითუმეტეს ლაპარაკი დანების დასმას ჰგავდა

"ყარს აქაურობა" იატაკზე მჯდომ, ბოთლებით შემოსაზღვრულ გოგონასთან დაიხარა "შენც ყარხარ"

"გაეთრიე, ჰოსოკ"

"არ შემიძლია.  ბიგმა გამომგზავნა შესამოწმებლად, ზუსტად იცოდა, რომ ასეთ მდგომარეობაში იქნებოდი" ცარიელ ბოთლს  ფეხი გაჰკრა და ფარდები გადასწია

"ჯანდაბა" რეი მუხლებზე წამოჯდა და წინ გადაიხარა

"აბაზანას გავამზადებ"

"არ მჭირდება"

"სანამ მზად ვარ შენი გულისთვის რამე გავაკეთო ჩუმად იყავი და ისე მოიქეცი, როგორც გეტყვი" ჰოსოკი სააბაზანოს კარში გაუჩინარდა. 

რეი დაღლილი იყო, ფიზიკურად, ემოციურად. თავი უსკდებოდა და ყველა კუნთი დაძაბული ჰქონდა. გადაბმულმა სმამ და საშინელებების უარყოფითმა შედეგებმა ერთიანად იჩინეს თავი. ფანჯრიდან შემოსული სინათლეც უარეს აკეთებდა. ძლივს წამოდგა და ფარდა მოქაჩა

"მზადაა. გაიხადე"

"როცა გამოვალ, მოგკლავ" მაისურის ბოლოებს ორივე ხელით ჩაეჭიდა და ზევით აქაჩა. როგორც ჩანს, თავი მართლა გასიებული ჰქონდა და ეს მხოლოდ შინაგანი შეგრძნება არ იყო. ვერაფრით მოახერხე გათავისუფლება

"ამის დედაც...რა ჯანდაბაა" 

"მოიცადე" ჰოსოკი გოგონას მიუახლოვდა და მაისური ერთი ხელის მოძრაობით მოაშორა. "შარვალიც" ღილსაც კი წვალებით იხსნიდა. რეი საცოდავი იყო. ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. თვალები უსიცოცხლო და ჩაშავებული, მხრები ჩამოშვებული, თმები აჩეჩილი და დასაბანი.  სიგამხდრისგან ნეკნები მტკივნეულად მოჩანდნენ თხელი გაყვითლებული კანის ქვეშ. მისი მუქარაც საცოდავად ჟღერდა, კუთხეში მიმწყვდეული მხეცის ბოლო, უსუსური გაბრძოლება.  მისი ახლანდელი მდგომარეობის შემხედვარე ვერასოდეს წარმოიდგენდი, რომ ეს ის გოგონა იყო, რომელმაც ჰოსოკს დანა ხელის გულზე მხოლოდ იმიტომ დაარტყა, რომ მისი მობილური უნებართვოდ აიღო. შარვალი იატაკზე დააგდო და გოგონა სააბაზანოში შეიყვანა

PromiseWhere stories live. Discover now