ძალიან პატარა იყო, შვიდი წლის ასაკის ბავშვისთვის ძალიან პატარა, სიფრიფანა ტანი ჰქონდა, წვრილი, ასანთის ღერებივით ფეხები რეის წელისთვის მჭიდროდ შემოეკრო, ხელებით კისერზე ეჭიდებოდა. ეს უკანასკნელი შემთხვევა იყო, როცა მამა-შვილი ასე ახლოს ვნახე. გრძელი, ჩალისფერი, ტალღოვანი თმა არეულად ეყარა წელზე. რეიმ ერთადერთხელ მაჩვენა მის საფულეში ჩადებული ბევრი ხმარებისგან გაცვეთილი ფოტო, სადაც მისი ოჯახი იყო. მომღიმარი ახალგაზრდა ქალი და პატარა ასე სამი-ოთხი წლის გოგონა, რომელსაც ფოტოს გადამღებისკენ ხელები ჰქონდა გამოწვდილი. არაერთხელ გადავაწყდი რეი ამ ფოტოს რომ დასცქეროდა გაბრწყინებული თვალებით. მათი ხსენებისას უბრალოდ სხვა ადამიანი ხდებოდა. ჩემსა და კიდევ რამდენიმე სანდო ადამიანის გარდა არავინ იცოდა მათი არსებობდა, ხოლო მათი ადგილსამყოფელი მხოლოდ მე და რეიმ, და დაცვამ, რომლებსაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ ვის ცოლ-შვილს იცავდნენ. რეი ძალიან ფრთხილობდა, ყველაფერს თვლიდა, ნებისმიერ არასწორ ნაბიჯს შესაძლოა საშინელი შედეგი მოჰყოლოდა, ისეთი, რომლის მომსწრეც ახლა ვიყავი. რეის საკუთარ თავზე კარგად ვიცნობდი, მაგრამ ახლანდელი გამომეტყველება სრულიად ახალი იყო ჩემთვის, შემზარავი, თითქოს სიცოცხლე ამოსწოვეს მისი თვალებიდან, ბავშვს ისიც გაუცნობიერებლად ეჭიდებოდა.
„რეი...ექიმი შიგნითაა, მხარზე ხელი დავადე" შეცბა
„ხო, ბავშვს დასჭირდება....ბიგ,მე...მე ის იქ დავტოვე" თვალებში შემომხედა, მევედრებოდა
„მივხედავ, რეი....ძალიან ვწუხვარ, მეგობარო,არც კი ვიცი რა ვთქვა" მართლა არ ვიცოდი. ეს ორი ადამიანი რეისთვის უძვირფასესები იყვნენ, არ ვიცოდი ამის შემდეგ როგორ იცხოვრებდა, უბრალოდ მათ გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, ყოველი თვის თხუთმეტ რიცხვს ბავშვივით ელოდებოდა, მათთვის საჩუქრებს კი ყოველთვის თავად არჩევდა.
„მეც, ბიგ, მეც"
დაკრძალვამ უხმაუროდ ჩაიარა, მე, რეი და პატარა რეინა, რომელიც უბრალოდ დაპროგრამებულივით აკეთებდა იმას, რასაც ეტყოდნენ, რეი თვალებში ვეღარ უყურებდა. ბავშვი არ ლაპარაკობდა, არ ჭამდა და არ დადიოდა, საერთოდ არაფერს აკეთებდა. მაშინ რეის შევთავაზე მისი საზღვარგარეთ გაგზავნა და თან ფსიქოლოგის დახმარებაც, მაგრამ პასუხად უარი მივიღე, რეი ამას არასოდეს დაუშვებდა. აქამდე ვერ გააკეთა და ახლა მითუმეტეს, როცა ფიქრობდა, რომ ერთმანეთი სჭირდებოდათ მისი თვალთახედვიდან არ გააქრობდა, მერე რა, რომ ნორმალურად დალაპარაკების გამბედაობა არ ჰქონდა და მისი ყოველი დანახვისას საკუთარი დანაშაულის გრძნობა ახრჩობდა. რეი ღამეში რამდენჯერმე დგებოდა, ბავშვის ოთახთან მიდიოდა და დაკეტილი კარიდან მის სუნთქვას ყურს უგდებდა. „ჩემთანაა".
YOU ARE READING
Promise
Fanfiction"შენკენ გადმოდგმული ყოველი ნაბიჯი, შენთვის მოძღვნილი ყოველი გულის ფეთქვა, შენზე გავლებული ყოველი ფიქრი მე იმ პირობას მარღვევინებს, რომელსაც ვერ დავარღვევ, თე"