"ნაგავი სადმე მიყარეთ" უემოციოდ თქვა და ისე, რომ ბიჭების ჩაჯდომას არ დალოდებია მანქანა დაქოქა. თეჰიონი ბოლოს ასეთ ჭუჭყიან მანქანაში როდის იჯდა არ ახსოვდა. სავსე იყო ცარიელი ლუდის და სხვა გაზიანი სასმელების ქილებით, სიგარეტის ნამწვებით. სუნზე საუბარიც ზედმეტი იყო. ჯიმინმა ძლივს გადაყარა ფანჯრისკენ და როგორღაც უკან სავარძელზე მოთავსდნენ.
"მე რა ტაქსი ვარ?" მიუბრუნდა "დაივიწყეთ"
"სად მივდივართ?" თეჰიონმა მორიდებით იკითხა
"ნახავ" რეიმ საჭეს მარჯვენა ხელი გაუშვა და კოლოფიდან სიგარეტი ოსტატურად ამოიღო. მშვენიერია ახლა სიგარეტის სუნიც უნდა ეთმინათ.
სიჩუმეში იმგზავრეს. თეჰიონი რეის პერიოდულად თუ შეხედავდა. ცდილობდა მისი გოგონასადმი ინტერესი შეუმჩნეველი დარჩენილიყო, ამიტომაც ფანჯრისკენ მოცქირალი თვალებიდან ხან ერთი და ხან მეორე,რამდენიმე წუთში ერთხელ, რეისკენ აპარაბდნენ მზერას. რეის უამრავი ნერვიული ჩვევა ჰქონდა. სიგარეტის მოწევის გარდა, რომელიც მთელი მგზავრობის განმავლობაში პრაქტიკულად შეუჩერებლად მიმდინარობდა, რეის თითები არ ჩერდებოდნენ, საჭეზე მუდამ ცეკვავდნენ. გოგონა თმაზეც ხშირად იკიდებდა ხელს და იმდენად ძლიერად ქაჩავდა, რომ თითებში გადახლართულ სუსტს ღერებს თეჰიონიც კი ხედავდა. ნორმალური ურთიერთობა რომ ჰქონდათ და სიმართლე ითქვას, გოგონას კარგად ყოფნა და ჯანმრთელობა რომ სდომოდა, ბიჭი აუცილებლად ფსიქიატრთან თუ არა ფსიქოლოგთან კონსულტაციას ურჩევდა, თან დაჩქარებული წესით. მაგრამ ახლა რეის შერაცხადობაში ხმამაღლა ეჭვის შეტანა ასაფეთქებლად გამზადებული ბობმის დამცავის მოძრობის იდენტური იქნებოდა. ან ჯანდაბაშიც წასულა, რატომ უნდა ეფიქრა თეჰიონს ვიღაც გადარეულზე. თვითონაც სასწაულად მძიმე პერიოდი ჰქონდა. მართალია, ცხადზე ცხადი იყო, რომ რეის ცხოვრება ერთი დიდი ტორნადო იყო და ალბათ, გოგონას ასეთი მდგომარეობა ათასი უბედურების შედეგი იყო, მაგრამ არც თეჰიონს უვლია ვარდებით მოფენილ გზაზე. და ბოლოს და ბოლოს როგორი ახლო ურთიერთობაც არ უნდა ჰქონოდა თემინს რეისთან, ის თეჰიონის ძმა იყო, მისი სისხლი და ხორცი, ერთადერთი ოჯახის წევრი. უსამართლო იყო იმის თქმა, რომ ახლა რეის უფრო უჭირდა. მაშინ ასე რატომ ჩანდა? თვითონაც რატომ გრძნობდა თითქოს გოგონა თემინის სიკვდილის მერე დაშლილი დადიოდა? არადა ადრე როგორი იყო არასოდეს ენახა. ამოიოხრა. რამდენიც არ უნდა ემკითხავა რეი დიდი გამოცანა იყო და კარგად იცოდა არ უნდა გაჰკარებოდა.
YOU ARE READING
Promise
Fanfic"შენკენ გადმოდგმული ყოველი ნაბიჯი, შენთვის მოძღვნილი ყოველი გულის ფეთქვა, შენზე გავლებული ყოველი ფიქრი მე იმ პირობას მარღვევინებს, რომელსაც ვერ დავარღვევ, თე"