"რა სიგიჟეა" საწოლიდან წამოხტა ნამჯუნი. სტუდენტურ საცხოვრებელში დღეს საღამოს დავბრუნდი. ჩემი ძმის დაკრძალვის შემდეგ ორი დღე მშობლების სახლში გავატარე, ნამჯუნს დავუბარე, მარტო ყოფნა მჭირდება მეთქი და მობილურიც გავთიშე. აზრები დავალაგე, რეალობას თვალი გავუსწორე - თემინი მკვდარი იყო, აღარავინ აღარ მყავდა, მე ახლა ჩემი ოჯახის აკლდამაში ვიყავი გამოკეტილი. თუმცა, იყო რაღაც განსხვავებული, გრძნობა, რომელიც არც მამაჩემის, არც დედაჩემის და მითუმეტეს, არც ფიონას გარდაცვალების დროს არ მქონია - ვერ ვეგუებოდი, მაგრამ ეს თითქოს ჩემი გრძნობა არ იყო, თითქოს ჩემი ძმა ვერ ეგუებოდა უსამართლო სიკვდილს და ამას მე ვგრძნობდი. ასე ცხოვრებას ვერ გავაგრძელებდი, უნდა გამეგო ვინ, რატომ და უნდა დამესაჯა.
"ეს მჭირდება, ნამჯუნ"
"მესმის, თე, გიმძიმს ერთადერთი ოჯახის წევრი დაკარგე, მაგრამ რეალობას არ უნდა ასცდე... ეს უბრალოდ სიგიჟეა" გაიმეორა და თმაზე ხელი ნერვიულად გადაისვა
"მე რჩევას არ გეკითხები, უბრალოდ ჩემი გადაწყვეტილება გითხარი" მშვიდად ვუთხარი
"როდის მიდიხარ?" არ შეიმჩია წყენა, ბოლო დღეებში ბევრს მითმენდა. არ იმსახურებდა ჩემგან სიუხეშეს, მაგრამ კონტროლის ღილაკი დიდი ხანია გავთიშე.
"ალბათ, ზეგ"
"თეჰიონ, კარგად დაფიქრდი, ნაჩქარევად იქცევი, ემოციებს ხარ აყოლილი, შენ არც გამომძიებელი ხარ და არც დეტექტიური ჟანრის ფილმში ხდება მოქმედება, მიეცი უფლება პოლიციას თავისი საქმე გააკეთოს"
"არაფერსაც არ აკეთებენ, ამ საქმეს ვერასოდეს გახსნიან, ჩემი ძმის მკვლელობა მორიგი თაროზე შემოდებული დამტვერილი საქმე გახდება" ტონს ავუწიე. იცოდა, რომ ასე იყო, ვიცოდი, რომ ასე იყო, რატომ მიმეორებდა
"და შენ როგორ აპირებ ამ საქმის, არც კი ვიცი რა დავარქვა, გამოძიებას?"
YOU ARE READING
Promise
Fanfiction"შენკენ გადმოდგმული ყოველი ნაბიჯი, შენთვის მოძღვნილი ყოველი გულის ფეთქვა, შენზე გავლებული ყოველი ფიქრი მე იმ პირობას მარღვევინებს, რომელსაც ვერ დავარღვევ, თე"