6 (თეჰიონი)

31 3 0
                                    

"კიდევ კარგი, დედა ვერ მოესწრო" პირველი ფრაზა იყო, რომელიც ჩემი ძმის ცივი, გალურჯებული სახის დანახვისას გონებაში წამოტივტივდა. დედა, ალბათ, ადგილზე მოკვდებოდა, მაგრამ საცოდავ მეს, რომელსაც ვერც მამის, ვერც დედის და ვერც ძმის სიკვდილმა სიცოცხლე ვერ მომისწრაფა, კიდევ ერთი საფლავი უნდა გამეთხარა. ალბათ, უკეთესი იქნებოდა პირველი საკუთარ თავზე თუ ვიფიქრებდი, "ნეტავ, მე რატომ მოვესწარი?" ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ძმას, ჩემს გმირს, მორგში დავიტირებდი. გუშინ წავკინლავდით. ვუსაყვედურე, უფრო და უფრო ნაკლებ დროს ატარებ ჩემთან და ვიღაცასთან მიიჩქარი მეთქი. მომიბოდიშა, მაპატიე ძამიკო, შენზე მარტოსული ადამიანი ვიპოვეო.

"ადექი, თეჰიონ, ადექი" ნამჯუნის თბილი ხელი მხრებში დამწვდა და ზევით ამქაჩა. მუხლებზე დიდი ხანი ვიყავი? 

"ახლა რა გავაკეთო, თემინ?" 

დედაჩემი თვრამეტი წლის იყო, თემინი რომ ეყოლა. სკოლას იმ წელს ამთავრებდა. ძალიან გამოუცდელი იყო დედობისთვის და ძალიან ახალგაზრდა უზარმაზარი პასუხისმგებლობისთვის. მამა ზუსტად შვილის დაბადების დღეს გახდა ცხრამეტის. ბედნიერი დამთხვევა გამოდგა. თუმცა, იმ მომენტში მხოლოდ თემინი იყო მნიშვნელოვანი. მშობიარობის ხარჯებმა მოლოდინს გადააჭარბა, არადა ყოველ თეთრს მნიშვნელობა ჰქონდა. როგორღაც გაუმკავდნენ და პატარა თემინი და დედა სახლში მშვიდობით მივიდნენ. აქედან დაიწყო, ბედნიერი, მაგრამ ამავდროულად მძიმე წლები, რომელსაც დედა და მამა მედგრად დაუდგენენ და თავიანთი ოჯახი და სიყვარული შეურყევლად მიიტანეს ბოლომდე, ნაადრევ სიკვდილამდე. 

თემინი ორი წლის იყო დაიკო რომ ეყოლა, ფიონა. ჩვენი სახლის ყველა ოთახში მის ერთ ფოტოს მაინც შეხვდებოდით. პატარა ბავშვი თეთრი ბუთქუნა ლოყებით, ღაწვებზე ოდნავი სიწითლით, დიდი, მრგვალი, ცნობისმოყვარე, თაფლისფერი თვალებით, კურნოსა ცხვირითა და მომღიმარი ოდნავ შეხსნილი ალუბლისფერი ტუჩებით. ზოგიერთ ფოტოში ფიონას თმა საერთოდ არ ჰქონდა, ცოტა წამოზრდილს კი ქარვისფერი მოკლე თმა უფარავდა პაწია ყურებს. ფიონა ჩემს დაბადებამდე დაიღუპა. ერთი წლის იყო, რაღაც ვირუსი შეხვდა და ვერ გადაიტანა. დედაჩემისთვის ეს კატასტროფა იყო, რომელსაც თავისი ცხოვრების ბოლო წუთებამდე ვერ გაექცა. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არასოდეს შევხვედრილვარ, ფიონა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, ამას დედაჩემის ხელზე მორგებული გოგონასთვის დაბადებისას შებმული წითელი ძაფი, აურაცხელი ფოტოები და დღეში რამდენჯერმე მისი არასაჭირო ხსენებაც ადასტურებდა. გლოვა არასოდეს შეწყვეტილა.
მამას გარდაცვალება მოუშუშებელ ჭრილობაზე მარილის დაყრას ჰგავდა. დედა საბოლოოდ დანებდა. მამას გარდაცვალებამ სულიერი ტკივილის გარდა მატერიალური სირთულეებიც ბევრი მოიტანა. ოჯახის მთავარი მარჩენალი დავკარგეთ. თემინს მძიმე ტვირთად დააწვა სულიერად არამდგრადი და ჯანმრთელობა შერყეული დედა და საუნივერსიტეტოდ გამზადებული პატარა ძმა. მამის გარდაცვალებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ თემინი სხვა ქალაქში გადავიდა, ერთ - ერთ სამშენებლო კომპანიაში ჯგუფის მენეჯერად დამნიშნესო, ხელფასი მაღალია, ხომ იცით, აქ მაინც არაფერი გამოდის და გამოგიზავნით ხოლმე ფულს, მეც ხშირად ჩამოვალო. დედასთვის ეს წარმოუდგელად რთული სათქმელი და შემდეგ აღსაქმელი გახდა. ალბათ, გულის სიღრმეში თემინს დღემდე ვერ ვპატიობ მაშინ მუხლებზე დამდგარ დედაჩემს, რომელიც ევედრებოდა შენც არ დამტოვო, ვერ გადავიტანო. ასეც მოხდა. თემინის წასვლიდან ექვს თვეში დედაჩემი გადაცვლილი ვიპოვე საკუთარ საწოლში. ჩემი ძმისთვის დედის სიკვდილი არასოდეს რომ არ დამიბრალებია, ალბათ, დედაჩემის თეთრ სახეზე იმ სიმშვიდის ბრალი იყო, რომელიც არასოდეს სიცოცხლეში არ დამინახავს. თითქოს, როგორც იქნა იქ წავიდა, სადაც უნდოდა, სადაც ელოდნენ. დედაჩემს აქ არასოდეს ვაკავებდი, ჩემი არსებობა არასოდეს უჩენდა სიცოცხლის სურვილს, ისე ჰყავდა საკუთარ ტკივილს ჩათრეული ვერ ამჩნევდა, როგორ ვცდილობდი მის გამხნევებას, როგორ მჭირდებოდა მე. არასოდეს მშურდა ჩემი და-ძმის, დედასთვის მეც ძვირფასი შვილი ვიყავი, მაგრამ თვლიდა და ალბათ, მეც ეს ახსნა მომწონდა, რომ დანარჩენ შვილებს უფრო სჭირდებოდათ მისი ყურადღება. ფიონა აქ აღარ იყო, ამიტომ დედას მუდამ უნდა ხსომებოდა ის, აქედან ეზრუნა მასზე, რომ თავი დავიწყებულად არ ეგრძნო. თემინი პირველი შვილი იყო, მამაჩემის და დედაჩემის ახალგაზრდული, გიჟური სიყვარულის ნაყოფი. მათი დამოკიდებულება სხვანაირი იყო. მე, მე მამაჩემის ახირება ვყოფილვარ, ფიონას შემდეგ უფიქრია, კიდევ ერთი ბავშვი დედას მდგომარეობას გამოასწორებს და ოჯახში ასე ნანატრ სიხარულს შემოიტანსო. ვალდებულებები შემოვიტანე. 

PromiseWhere stories live. Discover now