"ჯანდაბა"
"ვერაფერი?"
"ვცდილობ. იცის, რასაც აკეთებს"
"კარგად მოძებნე. უშეცდომო არავინაა"
"ვიცი. აუცილებლად მივაგნებ" ჰოსოკი საშინლად დაღლილი იყო. მესამე დღე სრულდებოდა კომპიუტერიდან კომპიუტერზე გადადიოდა, ათასი კამერის ათას ჩანაწერს ამოწმებდა, ეძებდა... ეძებდა. ალბათ, ამ პერიოდის განმავლობაში ჯამში სამი საათი თუ ეძინა და ქათმის ორი პატარა სენდვიჩის მეტი არაფერი ეჭამა. გამორიცხული იყო თემინის მკვლელისთვის ვერ მიეგნო. კორპუსი, სადაც ბიჭი ცხოვრობდა, სავსე იყო კამერებით, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში იწერდნენ ნებისმიერი სულიერის მოძრაობას დერეფნებში, ლიფტებში, საპარკინგე ადგილებში, დამატებით, რეის მოთხოვნით, თემინის ბინის კართან. მკვლელი, რა თქმა უნდა, ჩანდა ჩანაწერებში. ეცვა, ისე, რომ კანი საერთოდ არ უჩანდა - შავი ტანსაცმელი, შავი ხელთათმანები, შავი ქუდი, სათვალე და პირბადე.
"როგორ არავინ იეჭვა" რეიმ სულელურად წამოროშა
"აქ, ყოველი მეორე მასე დადის, რეი" გოგონა ეს სამი დღე გვერდიდან არ მოშორებია, მასზე ნაკლები ეძინა და მასზე ნაკლებს ჭამდა, მაგრამ მაინც ჰქონდა ენერგია კიდევ და კიდევ, მეათასედ ენახა უკვე გადამღერებული კამერის ჩანაწერები. თემინი ყოველთვის იყოს რეის ენერგიის წყარო, მკვდარიც კი.
"საქმეს მიხედე" უხეშად უთხრა, და კომპიუტერს მიუბრუნდა "სიმაღლის გარდა სხვა რაღაც აუცილებლად იქნება"
"რეი...იქნებ ცოტა დაგეძინა? ზომბს ჰგავხარ"
"დავიძინებ, როცა ჩემთვის რამე გექნება სათქმელი, ასე რომ დაუჩქარე და სისულელეებზე დროს ნუ კარგავ" ჰოსოკს მართლა არ მოსწონდა რეი. ასეთი შეუდრეკელი დამოკიდებულება, რომელსაც თვითგანადგურებამდე მიჰყავდა ყველაზე დიდ იდიოტობად მიაჩნდა. თუმცა, როგორც კი სიტყვები "როგორ არ მომწონხარ" გაიელვებდა მის გონებაში, იქვე გაუცნობიერებლად მისი ტვინი ყოველთვის გამართლებას უძებნიდა გოგონას ქცევას თუ დამოკიდებულებას. ჰოსოკმა, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად იცოდა რა იყო მძიმე ცხოვრება, მაინც არასოდეს გამოეცადა და ენახა იმდენი ტანჯვა რაც რეის, ამიტომ ხშირად გოგონას ამოუხსნელი საქციელის ან სისასტიკის გასამართლებლად ყოველთვის სვამდა კითხვას - ნეტავ თვითონ როგორი იქნებდა? რეი არ იყო ნორმალური ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას ემპათიის გრძნობა ჰქონდა, იყო მომენტები როცა ჰოსოკი ფიქრობდა, რომ რეი საშიში იყო ადამიანებისთვის, საკუთარი თავისთვის. თემინის მკვლელს ადრე თუ გვიან იპოვიდა და წარმოდგენაც არ უნდოდა რა მოხდებოდა როდესაც ეს ორნი ერთმანეთს შეხვდებოდნენ. ფიქრებიდან რეის მობილურის ხმამ გამოაფხიზლა

YOU ARE READING
Promise
Fanfiction"შენკენ გადმოდგმული ყოველი ნაბიჯი, შენთვის მოძღვნილი ყოველი გულის ფეთქვა, შენზე გავლებული ყოველი ფიქრი მე იმ პირობას მარღვევინებს, რომელსაც ვერ დავარღვევ, თე"