„სამი წუთით დააგვიანე" მაჯის საათზე ხელი დავირტყი და შევუბღვირე
„მაპატიე, ექიმმა გამაჩერა" ბიგმა კეფაზე უხერხულად მოისვა ხელი. საოცარი იყო, ასეთი დიდი გაბარიტების კაცი, თან ასეთი ცხოვრების მიმდევარი, ხან როგორ ბავშვივით იქცეოდა. ბიგს გარეგნობასთან შედარებით რბილი ხასიათი ჰქონდა, ოღონდ მხოლოდ მათთვი,ს ვინც მოსწონდა. კარგი იყო, რომ მე მათ სიაში ვიყავი. ბიგი საშიში იყო, თან ძალიან.
„ისე, ბარემ აქ იყავი და რომ შესულიყავი" ხმაურით ჩავისუნთქე და ჯიბეებში სიგარეტის ძებნა დავიწყე
„არა, მადლობა"
„რეი, ჭირვეული ბავშვივით იქცევი"
„ბიგ, შენთან იგივე დიალოგის გამართვას არ ვაპირებ, უკვე მეათასედ" ხელები დანებების ნიშნად ასწია
„უკეთაა, ექიმებმა თქვეს, რომ შეიძლება გონს მოვიდეს" სახე გაუნათდა
„კარგი მისთვის" ანთებული სიგარეტი ორი თითით მსუბუქად დავიქნიე და ნაცრისფერი ნამწვი მოვაშორე
„სად მივდივართ დღეს? „
„რამდენიმე ბიძია გვყავს მოსანახულებელი, მათ შორის ბიძია სტივიც, მგონი ძალიან თავში აუვარდა ძალაუფლება„
„ბებერი ნაბიჭვარი, რამდენიმე თვეა მისგან ფული არ მიგვიღია" ბიგმა გადააფურთხა „ გჯერა, რომ ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან რაიონში, სადაც მდიდრები ტრაკსაც კი ფულით იწმენდენ ფული ვერ კეთდება? „
„ზუსტადაც. ხოდა გადავწყვიტე პირადად ვესტუმრო „ გავუღიმე „ საჭესთან შენ დაჯექი" გასაღები ვესროლე
ბიძია სტივი ჩემი მოკავშირე იყო, ნუ მამაჩემის. ერთმანეთს მეგობრებს ეძახდნენ, მაგრამ აქ მეგობრობას ნახმარ ტუალეტის ქაღალდზე მეტი ფასი არ ჰქონდა. ყველა გიღალატებდა თუ უკეთეს პირობებს სხვა შესთვაზებდა. ამიტომაც იყო, რომ მე მეგობრებს არ ვიჩენდი, გარდა ერთისა. მამაჩემსაც ერთი ნამდვილი მეგობარი ყავდა- ბიგი, რომელმაც არასოდეს უღალატა.
„რეი" საჭეს ნელა ამოძრავებდა და თვალს გზას არ აშორებდა
„ჰმ? „
„თემინი როგორაა?" შევხედე. ბიგს თემინი არ მოსწონდა, უფრო სწორად ჩემი და მისი სიახლოვე. მას ყოველთვის მიაჩნდა, რომ როგორც კი ადამიანთან ემოციურ კავშირს ამყარებ და მასზე ზრუნვას იწყებ, იქ შენს მტრებს შენი გულისკენ მიმავალი გზის რუკას უხატავ.
„ძველებურად, კლუბის საქმეებს აგვარებს"
„შენ მასთან ძალიან ბევრ დროს ატარებ რეი, ეს სახიფათოა"
„დღეს, დარიგებების დღე გაქვს თუ რა ჯანდაბაა, კარგად ვართ მეც და თემინიც და ასევე გაგრძელდება, ნუ ღელავ" გადმომხედა, პირი გააღო, მაგრამ არაფერი მითხრა. ამოვიოხრე
„თქვი"
„რეი, ხომ იცი, რომ შენს საქმეში არასოდეს ვერევი, მაგრამ მე პირობა მივეცი მამაშენს რომ მის დაბრუნებამდე ცოცხალი იქნებოდი. ჩვენ პირობებს არ ვარღვევთ, რეი"
„ვიცი, და ცოცხალი ვარ ბიგ, იმას ნუ მომთხოვ, რომ თემინთან მეგობრობა შევწყვიტო, ეს არ შემიძლია და არც გავაკეთებ"
„ხმები მოვიდა, რომ რაღაცას გეგმავენ, არეულობაა, მოკავშირეებშიც. შენ ძლიერი ხარ, ძალიან ძლიერი და სწორედ ამას ვერ აფასებენ, მაგრამ ისინი მაინც შეეცდებიან რეი, შეიძლება ფიზიკურად ვერ მოგწვდნენ, მაგრამ სხვაგვარად დაგარტყან, სუსტი წერტილი არ უნდა გქონდეს" ლოყაზე ვიკბინე
„ვიცი" მზერა ფანჯრისკენ გადავიტანე და ამით საუბარი დავასრულე.
„მშვენიერო, რაზე ფიქრობ? „ პიჟამოებში გამოწყობილი თემინი საწოლზე დახტა
„თმა ისევ სველი გაქვს"
„ოდნავ. გაშრება"
„დღესაც ვერაფერი გავიგე"
„სულ ვერ დაიმალება რეი, შეცდომას დაუშვებს და შენ ზუსტად იქ დახვდები"
გადავიწიე და ლოყაზე ვაკოცე
„ეს რისთვის? „
„ისე, უბრალოდ. ვიცი, რომ ამ ყველაფერს მხარს არ უჭერ, მაგრამ მაინც მამხნევებ„ გაიცინა
„დღეს რა გააკეთე? „
„ჰმ... რამდენიმე კბილი, თითი, ყური" დაიჯღანა, ვერ იტანდა
„ისევ? ხან დროს ვერ გიტან"
„ვიცი ეგ გრძნობა" ჩავიბურდღუნე. სახე დაუსერიოზულდა
„რეი, ხომ იცი რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორი სისულელე ან საშინელებაც არ უნდა გააკეთო, მე ყოველთვის აქ ვარ, შენ გვერდით, მუდამ" თემინს ჩემი სჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ მონსტრი ვიყავი, მაინც ვუყვარდი
„ბიგი გამუდმებით მახსენებს, რომ ჩემი სუსტი წერტილი ხარ და შენთვის საფრთხე ვარ" ხელი ჩავკიდე
„ბიგს გადაეცი, რომ ერთადერთი საფრთხე რასაც ვგრძნობ ეგ და მისი კუნთებია „ყველაფერი ჩემი არჩევანია რეი, კარგიც და ცუდიც, შედეგიც ჩემი იქნება"
"თავს ვერასოდეს ვაპატიებ რამე რომ დაგემართოს"
"არაფერი დამემართება, მშვენიერო და რომც მოხდეს არც კი გაბედო საკუთარი თავის დადანაშაულება, ამ ყველაფერში გარევა შენ არ დაგიძალებია"
YOU ARE READING
Promise
Fiksi Penggemar"შენკენ გადმოდგმული ყოველი ნაბიჯი, შენთვის მოძღვნილი ყოველი გულის ფეთქვა, შენზე გავლებული ყოველი ფიქრი მე იმ პირობას მარღვევინებს, რომელსაც ვერ დავარღვევ, თე"