4 (რეი)

27 3 0
                                    

დედაჩემის დასაფლავებიდან მხოლოდ ხმა მახსოვს, ხის კუბოზე მიწის დაყრის ხმა. საშინლად ხმაურიანი, ისეთი ყურებს რომ დაგიხშობს, სიტყვებით ვერ გამოხატავ ისეთი შემაძრწუნებელი. ალბათ, ეს ხმა ყველას თავისებურად ესმის, მაგრამ მგონია, რომ მისი სიმძიმე იმაზეა დამოკიდებული, ხის ფიცრები ვის ფარავს. მე მაშინ დედაჩემთან ერთად  ჩემი ოცნებები, სურვილები, მიზნები დავასაფლავე, ჩემი ბავშვობაც და მისი ფერები, ჩემი გულის ნახევარი და შეიძლება ცოტა მეტიც, მე ხომ მისი ლამაზი სახის და თბილი შეხების გარდა სხვა არაფერი ვიცოდი. საშინელი ხმა ჰქონდა ჩემი ხელიდან დაყრილი მუჭა შავი მიწის ჩემი დედის ხის კუბოსთან შეხებას. შვიდი წელი ვოცნებოდი გარე სამყაროზე, ტელევიზორის ოთხკუთხედ ეკრანში გამოჩენილი, ყოველი შენობა, ყოველი ხე, ყოველი ადამიანი ჩემი სიზმრის ნაწილი იყო, წარმოვიდგენდი, როგორი ბედნიერი ვიქნებოდი, ქუჩაში მიმავალი, დედ-მამის ხელებს ჩაბღაუჭებული, ყველა მაღაზიაში შევიდოდი, ყველაფერს გავსინჯავდი, კინოშიც წავიდოდით.  ახლა ტელევიზორის თვალისმომჭრელი შიგთავსი ჩემ გარშემო ტრიალებდა, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი, ფერი დაკარგა, ხალისიც. დედას მე ხელს ვეღარასოდეს ჩავჭიდებდი, მხოლოდ მამის ხელი კიდევ ცივი იყო.
ერთხელ წიგნში ამოვიკითხე "დაკარგვა გასწავლის ღირებულებას", მთელი დღე ვფიქრობდი, მაგრამ ვერ მივხვდი რა უნდა დამეკარგა ისეთი, რომლის ღირებულებაც არ ვიცოდი და მერე გავიგებდი. არც ახლა მესმოდა, მაშინ როცა პირველად განვიცადე დანაკარგის სიმძიმე. როგორ შეიძლება ადამიანის ღირებულების განსაზღვრა, ნუთუ მისი ფასი სიცოცხლეშივე არაა ცნობილი? დედაჩემი  ჩემი სამყარო იყო უკიდეგანო ღირებულებით, მისმა დაკარგვამ, რომლის გაცნობიერება მიჭირდა, პირიქით, ფასი დაუკარგა ჩემს არსებობასაც.
დედაჩემის გარეშე სიცოცხლე ბნელი იყო, უძილო ღამეებით, შეხვეული თავით, მტკივანი ნეკნებით და მამაჩემის ფეხაკრეფითი სიარულით სავსე. თავს იდანაშაულებდა. მისი ბრალი იყო. საკმარისი იყო თვალი ოდნავ მომეხუჭა, რომ დედაჩემის მკვდარი უსიცოცხლო თვალები მბურღავდნენ, მისი პირიდან გადმოსული წითელი სისხლი კი მახრჩობდა. დედის მონატრებასთან ერთად ეს სურათი გამძაფრდა და უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მეძინა თუ მეღვიძა მკვდარი დედაჩემი სულ ჩემ გვერდით იყო. 
"ბავშვს აქ ვერ დავტოვებთ, რეი" მამა ჩემს შესამოწმებლად შემოვიდა. დამხედავდა და უხმოდ გადიოდა. ამჯერად კაცი შემოჰყვა, უზარმაზარი, მთასავით კაცი
"მე მას არსად გავუშვებ"
"მაგრამ აქ საფრთხეშია, ხომ ხედავ რას გავს, მას მკურნალობა სჭირდება, საზღვარგარეთ გავაგზავნოთ"
"არა! ის ჩემთან რჩება ბიგ, მასაც ვერ დავკარგავ. გთხოვ, ჩემგან შორს საფრთხეა, აქ შემიძლია ეს თავიდან ავაცილო"
" აქ ვერ გამოკეტავ, მას ფსიქოლიგი სჭირდება რეი, დიდი დარტყმა მიიღო"
"  მას ძლიერს გავხდი, ბიგ, შენ დამეხმარები, მას თავის დაცვას ვასწავლი"
"ბავშვია რეი, განადგურებული, ნატანჯი ბავშვი" გონება მეფანტებოდა,საუბარს ვერ ვეწეოდი, არც მაინტერესებდა
"ბიგ, სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა  მარტო დაგვტოვე" კაცმა მკაცრად შეხედა მამას და უხმოდ გავიდა.  საწოლს სიფრთხილით მოუახლოვდა და ჩამოჯდა.  ერთ კვირაში დაბერებულა მამაჩემი, მაგრამ არ მეცოდებოდა.
"რეინა...." არ ვუყურებდი
"რეინა, ვერც კი წამოიდგენ როგორ ვწუხვარ ძვირფასო, ვიცი, ვიცი, ჩემი ბრალია, მაგრამ გთხოვ...." ხმა ჩაუწყდა "მე...რეინა, მე გამოვასწორებ გპირდები ძვირფასო, ისეთ ცხოვრებას მოგცემ როგორიც დედას შენთვის უნდოდა" სათქმელი გაუწყდა, ლოყაზე ხელი კანკალით შემახო, პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ გადაიფიქრა, ადგა და გავიდა. მხოლოდ ამის თქმა უნდოდა? არც კი ვიცი რას ველოდი, რაც არ უნდა ეთქვა, ალბათ,არაფერს აზრი არ ექნებოდა. 
თექვსმეტი წლის რომ გავხდი, თითქმის ყველა იარაღის ცნობა შემეძლო და მათი გამოყენებაც, ასევე ვიცოდი ყველა მიწისქვეშა სამყაროს მნიშვნელოვანი ადამიანის სახელი და მათი საქმიანობა. მე ფიზიკურად ძლიერი ვიყავი. ბიგი, რომელიც ჩემს გაწვრთნას ჩაუდგა სათავეში, ფსიქოლოგიურ მომზადებას უზარმაზარ ყურადღებას უთმობდა. ცივი, უემოციო უნდა ვყოფილიყავი, რკინის ნერვებით. მაგრამ მე ისედაც ასეთი ვიყავი, უარესიც. სიგიჟის პირას ვიყავი და ამას ვერავინ ამჩნევდა ან არ ადარდებდათ. დედაჩემის თვალები ჩემთან იყო, მუდამ, შესაბამისად უძილობაც. დედაჩემის დაღუპვის შემდეგ უბრალოდ ყველა ემოციისგან გავთავისუფლდი. სიბნელეში ჩავიძირე. ჩემს სამყაროში მზის სხივები წლებია აღარ ატანდნენ. დღეები რუტინა იყო, საწოლიდან უკვე დაღლილი ვდგებოდი, ვვარჯიშობდი, ბიგს საქმეებში ვეხმარებოდი და დღის დანარჩენი ნაწილი შურისძიებაზე ფიქრებში გადიოდა. მამაჩემს და მე ურთიერთობა აღარ გვქონდა, ის კაცი გახდა, რომელსაც მამას ინსტიქტურად ვეძახდი, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც შურისძიებაზე უარი თქვა. მე მას სახელი ვუთხარი, ქროუ, ვუთხარი ვინ მოკლა დედა, ვემუდარე საშინლად მოეღო ბოლო იმ მონსტრისთვის, რომელმაც ერთი დანით მისი ცოლი ფიზიკურად და შვილი სულიერად მოკლა, მაგრამ უარი მითხრა. ეს ასე ადვილი არააო. მძულდა, მძულდა  იმის გამო, რომ თავის დამპალ საქმეს, წყეულ იმპერიას ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა, მძულდა იმის გამო, რომ ცოლის სიკვდილი, რომლის სიყვარულსაც იფიცებოდა, არაფრად უღირდა, მძულდა იმის გამო, რომ კალიდორში აჩრდილივით მოხეტიალე შვილს თვალს ვერ უსწორებდა და მძულდა იმის გამო, რომ საკუთარ ცხოვრებას იმას სწირავდა, რაც არ აბედნიერებდა, რამაც პირიქით, ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. მე გავაკეთებდი იმას, რაც მამას უნდა გაეკეთებინა, მე ვაჩვენებდი შურისძიების სიმშვენიერეს, მე ყველას ვისაც დედაჩემის სიკვდილთან სულ მცირე კავშირი ჰქონდა, სიკვდილს ვანატრებინებდი, მისი მკვლელის ორგანოებზე კი პირდაპირი მნიშვნელობით მუცელში ვითევზავებდი. მამაჩემის ასე ძვირფას პოზიციას გავანადგურებდი, ხოლო მის ორგანიზაციას ცეცხლში დავწვავდი. შესაფერის დროს შვიდი წლიდან ველოდებოდი და მოულოდნელად ისიც მოვიდა, თუმცა არა ისე როგორც მინდოდა. თექვსმეტი წლის ასაკში მამა დავკარგე. მის მანქანას თავს დაესხნენ, ცეცხლი გაუხსნეს. ტყვიებს გადაურჩა, მაგრამ მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და დენის გადამყვან ბოძს მთელი სიძლიერით შეასკდა. მამას ტვინი დაუზიანდა და კომაში ჩავარდა. "დაკარგვით ისწავლი ღირებულებას". ისევ ეს წყეული წინადადება. მამას ფასიც ვიცოდი დაკარგვამდეც და მას შემდეგაც, უბრალოდ მე ის უარვყავი. მამამ მშვიდად დაიძინა, ამ წყეულ სამყაროში ისევ მარტო  დამტოვა,ისევ და ისევ, მამა გარბოდა და ისეთ დროს ჩნდებოდა როცა უკვე გვიანი იყო. ვფიქრობდი, ახლა როდის დაბრუნდებოდა და როგორი დავხვდებოდი, ან თუ დავხვდებოდი საერთოდ.  ბიგს არასოდეს დაუშვია მამასთვის სასუნთქი აპარატის გამორთვის შესაძლებლობა, "რეი ისვენებს, ის დაბრუნდება". თითქმის ყოველდღე ნახულობდა. ბიგი მამას უდიდესი მხარდამჭერი და მეგობარი იყო, ჩემი კიდევ უსაფრთხოების გარანტი. ორგანიზაცია, რომელსაც მამა მართავდა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა,მაგრამ მე ძალაუფლება მჭირდებოდა და ზედაპირზე ახლად გამოჩენილ უმნიშვნელო ადამიანებს არ მივცემდი საშუალებას ჩემი ადგილი, რომელიც კანონიერად მეკუთვნოდა ხელიდან გამოეტაცათ. ამიტომ, მივმართე იმ ზომას, რომლისაც სჯეროდათ, უსმენდნენ და ეშინოდათ - სისასტიკეს. გარდა ბიგისა, შემოვიკრიბე ადამიანები, რომლებიც მამას ერთგულები იყვნენ და მოწინააღმდეგებს სასტიკად გავუსწორდი. მე ახალი რეი გავხდი, რომლისაც ეშინოდათ, გოგონა, დელიკატური სხეულით, მაგრამ შავი ფიქრებით ყველა მოღალატის კოშმარი გავხდი. სისხლი, ცრემლი და მუდარა გახდა ჩემი რეალობა, მაგრამ ეჭვის და შეცოდების ადგილი არ იყო, დედა სამართლიანობის აღდგენას ელოდებოდა. იქნებ ამის შემდეგ მაინც დაეხუჭა მას შუშის თვალები და გამქრალიყო. თითქმის ორი წელი დასჭირდა ისეთი ორგანიზაციის შექმნას, რომლის წევრებიც ისევე მცემდნენ პატივს, როგორც მამას.
დედას საფლავზე  ხშირად დავდიოდი, თუმცა ყოველი დღის გასვლის შემდეგ უფრო და უფრო მიჭირდა მასთან შეხვედრა. დედასი მრცხვენოდა. მე ხომ მისი საყვარელი, ვარდისფერკაბიანი შვილისგან სრულიად განსხვავებული ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს შურისძიებისთვის ვაკეთებდი, მაინც მეგონა, რომ დედას ეს არ მოსწონდა. იმ დღეს თეთრი ვარდები მივუტანე, დედას ყველა ყვავილი უყვარდა, განსაკუთრებით თეთრი ვარდები. წინაზე მიტანილი უკვე დამჭკნარი ლილიები გადავყარე და თეთრი ქვის წინ დავჯექი. არასოდეს ველაპარაკებოდი, მოსაყოლი არ მქონდა, ჩემი ცხოვრების მოვლენების მოსმენა მას არ ესიამოვნებოდა, თან დედა ხომ ყველაფერს ჩემთან ერთად ხედავდა. რამდენიმე საფლავის გვერდით შავებში ჩაცმული ბიჭი გულამოსკვნით ტიროდა. საფლავი ახალი იყო.
"მამა ახლა რა ვქნათ? .... "გვენატრები, დედას სჭირდები, მეც მჭირდები... ვცდილობ მამა, მართლა ვცდილობ, მაგრამ მიჭირს.... სამსახურში თეთრებს მიხდიან, სადაც არ უნდა წავიდე არაფერი გამომდის...ბოდიში, შენი წასვლის შემდეგ ყველაფერი ავურიე....ბევრს ვცდილობ, უბრალოდ შანსი მჭირდება, მხოლოდ ერთი შანსი". ამოვიოხრე, გამორიცხული იყო სიმშვიდეში ვყოფილიყავი დედასთან, ვიღაცის საცოდავი ტირილის მოსმენის თავი კიდევ არ მქონდა. ასეთებს ვერ ვიტანდი, უსაზღვრო წუწუნით ტვინს ბურღავდნენ, ცრემლით არაფერი გვარდებოდა. არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ სასაფლაოს გასასვლელისკენ მიმავალმა, როდესაც ბიჭს ჩავუარე წამით გავჩრდი
"ის არ დაბრუნდება" ცივად ვუთხარი. სწრაფად მოიხედა და ცრემლები უხეშად მოიწმინდა. ლამაზი თვალები ჰქონდა.
"უკაცრავად?"
"გითხარი არ დაბრუნდება მეთქი, რამდენიც გინდა იტირო. ცოცხლებმა ცოცხლების საქმეს უნდა მიხედონ და მკვდრები დაასვენონ" გაბრაზდა
"მაშინ შენ რას აკეთებ აქ? "
" მე დავარწმუნე, რომ არასოდეს დამავიწყდება, თავი ცუდად არ მიგრძნობინებია"
"შენ არაფერი იცი" ბიჭი წამოდგა და ძველი გახუნებული ჯინსიდან მიწა ჩამოიფერთხა.
" შანსს ითხოვ"
" რა? "
" წეღან თქვი რომ შანსი გინდა" ლოყები აელეწა
" მისმენდი? "
" მე მოგცემ შანსს" მისი კითხვისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, პასუხი ისედაც ცხადი იყო
" ვინ ხარ?"
" რეი"
" უბრალოდ რეი?" თავი დავუქნიე "მე კიმ თემინი" ხელი გამომიწოდა, რომელსაც არ დავეთანხმე
" გინდა შანსი, თემინ? " შუბლი შეიკრა, წამით სახეზე დაბნეულობამ, ინტერესმა, ეჭვმა გადაურბინა, მაგრამ პასუხი მაინც მყარად მითხრა
"მინდა, რეი"
"დაკარგვა გასწავლის ღირებულებას" თემინის ფასი, მისი პირველი დანახვიდან ვიცოდი, ასევე ისიც, რომ როგორც მამას პასუხისმგებლობა იყო დედას და ჩემი ასეთ შავ სამყაროში ჩათრევა, ისევე იქნებოდა ჩემი პასუხისმგებლობა თემინი და მისი სიცოცხლე

---------
ჰეით, ხალხო!
იმედი მაქვს მოგეწონებათ ახალი თავი
გამიზიარეთ მოსაზრებები რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე (ჯერ კი არ ყავს ბევრი მკითხველი)

PromiseWhere stories live. Discover now